Roadtrip. Day 2

შვებულებიდან დაბრუნებული ისე ჩავერთე სამსახურებრივ რუტინაში გვერდზე გადავწიე ჩვენი მოგზაურობის ამბის მოყოლა. ეხლა კი ფოტოების თვალიერებისას ნოსტალგიურ ნოტაზე ვარ და მინდა გავიხსენო თავს გადახდენილი ამბები. 

დღე ორი

გზად ახალციხისკენ

Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

მე ბავშვობის მოგონება დამეწვა

თქვენ დამიწვით ტყე რომლის ჰაერი ჩავისუნთქე პირველად, ადგილი სადაც მამამ მასწავლა ბუნების სიყვარული, ადგილი სადაც აღფრთოვანებით პირველად შემეკრა სუნთქვა როდესაც მთის წვერზე ავედი, ადგილი სადაც პირველად გავიარე ფეხშიშველმა, პირველად წავიქეცი, სადაც ვკრეფდი სოკოს და პირს ვიშავებდი მაყვლით, დავისუსხე შინდით, დაღმართზე ინერციით ჩამოვრბოდი და აღმართზე ქოშინით მივბობღავდი. სადაც ციყვებს ვუცქერდი ტოტიდან ტოტზე როგორ დახტოდნენ და ჩიტებს ვუსმენდი როგორ ჭიკჭიკებდნენ. ამ ადგილს უკავშირდება ყველა ჩემი ბავშვური უდარდელი მოგონება, მე აქ დავიბადე და ეხლა ვერაფრით ვშველი, ვე-რა-ფრით! ასეთი უსუსური არასოდეს ვყოფილვარ, ასე უმადურად არასოდეს მიგრძვნია თავი, როდესაც ჩემს ნაძვებს, ჩემს ჩიტებს, ჩემს სოკოებს ვერაფრით ვუბრუნებ სამადლობელს. 
და თქვენ! გაუმაძღარო ღორებო, თქვენს გამო გაღვივდა ჩემში სიძულვილი ადამიანის მიმართ, თქვენს გამო გავბოროტდი და მეზიზღება ადამიანის მოდგმა, როგორ შეურაცხვყო და შეგადაროთ ჭიანჭველებს, როდესაც ისინი ორგანიზებულად და ერთსულოვნად აშენებენ ბუდეს, სამჯერ მეტ ტვირთს ეზიდებიან,  რომ ზამთარი გადაატარონ. თქვენ კი ერთადერთი საგანძურისთვის ვერ მოგივლიათ, რითიც პირველ რიგში შეგიძლიათ დაისუქოთ ჯიბეები, ჟანგბადი გადაკეტეთ, ყველანი თქვენ, მთავრობა და გულგრილი სხელმწიფო და ვითომ შეშფოთებული ოპოზიცია და ყველა ვისაც ოდნავადაც შეხება გაქვთ პოლიტიკასთან ამ ბინძური ომობანის გამო, თქვენი მდაბიო თამაშების გამო ეწირება ჩემი მიწა და ბალახი და ტყე და ღრე და ჩიტი და ხე. მე გადანაშაულებთ! დამნაშავენი ხართ ჩემს წინაშე, რომ ჩემი შვილი ნახშირზე გაირბენს! ვერ ჩაისუნთქავს იმას,  რასაც მე ვსუნთქავდი, ვერ გადავცემ იმას რაც მე შევიძინე. მე მრცხვენია თქვენი უძლურების გამო! 

 

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Borjomi. Holiday day 1

ჩემი შვებულების პირველი დღე- გაჩერება ბორჯომი. 

აქ ბევრი ტკბილი მოგონება მაკავშირებს ბავშვობიდან, ბუნება, წყალი და ჰაერი. როგორც წესი ღამისთევით წამოვედით და დილით ახალციხის გზას უნდა დავდგომოდით, მაგრამ პარასკევს სამსახურის მერე ნამგზავრებს და პერსპექტივაში გოგირდის აუზე ოჯახთან ერთად წასვლამ დაგვაკავა და ერთი დღით გავაგრძელეთ ჩვენი გაჩერება.

ბორჯომი რომ თავისი წყლით პოპულარულია ზედმეტია, რადგან ყველა ჩვენგანმა კრგად ვიცით. ბორჯომის პარკიდან დაახლოებით 7კმ. დაშორებით კი გოგირდის აუზია, ოჯახთან ერთად დროის გატარებამ კი ნამდვილად გამოიღო დადებითი შედეგი განწყობასა და ფსიქიკაზე. 






Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Here we go! Road trip preparation

ზაფხული, შვებულება და  მუდმივი სიახლის ძიება. ყოველი შვებულებისას და არა მარტო, შაბათ-კვირასაც განსაკუთრებულის მოლოდინით ვხვდები, ხანდახან გადამეტებულადაც, თუ ვერაფერი დავგეგმე და უქმედ ვიყავი სინდისი მქეჯნის, ხოლო მოახლოებული შვებულება ერთდროულად იტევს მოუთმენლობას, აღტაცებას და შიშს “რომ არაფერი გამოვიდეს?”.

ფიქრი რამოდენიმე კვირით ადრე, ხოლო შემდეგ საავტომობილო მოგზაურობის ე.წ. როუდთრიფის იდეა გაღვივდა და მზადება ერთი კვირით ადრე დავიწყე. 

მოსამზადებელი სია:

  • წასაღები სიის შავი მონახაზი :D სიის სია და მისი სია 
  • სამოგზაურო რუკა/მარშრუტი და მისი დაგეგმვა
  • საყიდლების სია
  • სახლში შენახული ნივთების მოსაძებნი სია.
  • თავის მოვლის სია წასვლამდე aka ეპილაცია, ვაგვიანებ! :(
  • ავტომობილი, გამართვა და შემზადება
  • კატების დაბინავება :D
  • სამოსის სია
  • ჰიგიენური და კოსმეტიკური საშუალებების სია
  • ჭურჭელი და საკვებისთვის საჭირო ნივთები
  • ელ. ტექნიქა: მობილური, კამერა, სატენი ა.შ.
  • სამოგზაურო აღჭურვილობა

ჯერ სია არასრულია და ეს მხოლოდ დასაწყისია, სრული სიის სრულ სიას შემდგომში დავწერ უკვე ჩამოყალიბებულ გონებაზე პუქტების მიხედვით გავყვები.  ძალიან დიდი იმედი მაქვს ყველაფერი კარგად ჩაივლის და იმედგაცრუებული არ დავრჩები ჩემი მოგზაურობით.

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone