Zip Line in Tbilisi

სანამ დაზამთრებულა…

წინა უქმეზე მქონდა ბედნიერება ერთ-ერთ ახალ წამოწყებაში მიმეღო მონაწილეობა, რომელიც სულ აქვე, ქალაქიდან გაუსვლელად არის ხელმისაწვდომი – “ზიპლაინი”. ეს არი ერთი მაღობიდან მეორეზე გადაშვებული თოკი, რომელზეც გრავიტაციის ძალით “მიზიპინებ”.

ეს სასიამოვნო შეგრძნება მაქსიმალურადაა დაცული ინსტრუქტორების მიერ, როლმებიც ყოველ წვრულმანს ყურადღებას აქცევენ რომ ექსცესები გამორიცხონ. ამასთან მეგობრული და უშუალო დამოკიდებულება კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის მოგზაურობას ჰაერში. ამასთან ჯგუფი ახალი ჩმოყალიბებულია და სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი სანახაობა, ორგანიზება და სიამოვნება იგეგმება რასაც გაფაციცებით ვადევნებ თვალყურს.

ამიტომ თუ სურვილი გაგიჩნდება მიიღო მონაწილეობა სიამოვნებით მიგიღებენ სამეგობრო წრეში: Zip Line Tbilisi

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

ჩემი შოპინგი – ჩემი თერაპია

გაზაფხული! გაზაფხული მეორე ახალი წელივითაა, ბუნებიდან დაწყებული ხასიათით დამთავრებული ყველაფერი იღვიძებს, ლაღდება, თბება და მზიანდება. გაზაფხულს მოაქვს ყველაზე საღი და პოზიტიური იდეები, გაზაფხულზე ღვივდება სურვილი ყველაზე ლამაზად გამოვიყურებოდეთ, არ აქვს მნიშვნელობა ამინდის გიჟურ ცვლილებებს თუ თოვლიან მთებს, მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ამაღელვებელ ემოციას.

Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

ტექნიკის ფესტივალი

11 თებერვალს ტექნიკის ფესტივალი გაიხსნა, რომელიც 22 თებერვლამდე გაგრძელდება და მასში ხუთი კომპანია – ოქეი, ალტა, არაი, მეტრო მარტი და სმაილი გაერთიანდა. ფესტივალის საზეიმო გახსნა კარგად ორგანიზებულ და სასიამოვნო გარემოში გაიმართა,  ტორტით, ბენდით და საჩუქრებით.

ტექნიკის ფესტივალიფესტივალის ფარგლებში, როგორც იუწყებიან, იქნება ფასდაკლებები და საჩუქრებიაქციები ყველა სახის ტექნიკას შეეხება, რაც ძალიან სასიხარულოა, რადგან ჩასაშენებელი მაცივრის აქტიურ ძიებაში ვარ და რადგან ასეთი ტიპის ტექნიკა შედარებით ძვირი ღირს იმედი მაქვს, რომ კარგ შემოთავაზებას გადავაწყდები. Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Tommy Hilfiger Tbilisi

წარმოუდგენელია ახალი სეზონის დაწყება მოდის კვირეულის გარეშე, რომელიც სტარტს ნიუ იორკში იღებს და ასპარეზს ევროპას უთმობს, სწორედ სექტემბრის დასაწყისში გაიმართა NYFW და მის ფარგლებში უამრავმა დიზაინერმა მიიღო მონაწილეობა, ამ ტრადიციის დიდი ხნის მიმდევარი Tommy Hilfiger-ია. ამჟამად, ბრიტანული ბენდის The Beatles-ის დიდმა ფანატმა, რომელიც ძალიან ხშირად შთაგონებას სწორედ მათგან იღებს, მთელი შოუ მათ მიუძღვნა და პოდიუმი მათი ალბომის ყდის “Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band” მსგავსად მორთო. სამოსი კი გვიანი 60 ადრეული 70-იანი წლების დეტალებით დატვირთა.

You can’t imagine new season without fashion weeks, which starts at New York and goes to Europe. Loads of designers took part at NYFW and one of the traditional participants is Tommy Hilfiger. Big fan of the British band “The Beatles”,  took inspiration from them, all looks were with late 60’s early 70’s details and even the runway was a bands album cover “Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band” recreation. Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Ice Bucket Challenge

ვფიქრობ არ დარჩენილა ადამიანი, რომელსაც არ სმენია ვირუსულ თამაშზე Ice Bucket Chalange, რომელიც ჯაჭვურად გადადის მეგობრიდან მეგობარზე, ნაცნობზე თუ ახლობელზე. გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ და სიამოვნებით მივიღე გამოწვევა. ყინულები საგულდაგულოდ მოვიმარაგე, “სცენარი” და ლოკაცია მოვიფიქრე და შესანიშნავი ასისტენტების, ჩემი დების ნათიას, მარინას, დის შვილის – ლიზის და დედის -ლელას თანხლებით ჩავერთე საქველმოქმედო აქციაში რომელიც ALS (Amyotrophic lateral sclerosis) დაავადების ცნობადობის ასამაღლებლად ტარდება.

Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Oasis Festival – PrePost

ქალაქში დღითი-დღე ცხება და სუნთქვა გაუსაძლისი ხდება, საუკეთესო პერიოდია თავის დასაღწევად თუნდაც შაბათ-კვირას, სწორედ ასეთი მიზეზი გვიახლოვდება ერთ კვირაში, 22-23 ივნისს, მცხეთაში – ფესტივალი “OASIS”.

“ფესტივალი OASIS ჩატარდება თეატრონის პარკში, მცხეთის შუაგულში, 22-23 ივნისს. ორივე დღე დატვირთული იქნება ქართული და ევროპული ჯგუფების გამოსვლით, მაგრამ ეს იქნება მეტი ვიდრე მხოლოდ მუსიკა. აქ იქნება: კრეატიული ვორკშოპები, სპორტული ივენთები ბავშვებსა და უფროსებისთვის, კემპინგი, კვებითი ობიექტების სიმრავლე და უსაფრთხო პარკინგის ადგილები.”

ასეთი დაპირებებია ფესტივალის ოფიციალურ გვერდზე, რასაც მივესალმები და დიდი იმედი მაქვს მშვიდობით (რაც მთავარია) და სასიამოვნოდ ჩაივლის. ამავე ვებგვერდზე შესაძლებელია ბევრი საინტერესო რამის ნახვა როგორიცაა, წესები, რომ იქ პრობლემები არ შეიქმნათ, გზამკვლევი და ა.შ. იმედია გადახედავთ და ორგანიზატორებიც თავის მხრივ სტუმრებზე იზრუნებენ, რომ არანაირი იმედგაცრუება და უწესრიგობა მათი მხრიდანაც არ მოხდეს. Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone