Inspired By…

2:24 AM, რივერში დილით უნდა ვიყო,  ამ დილისთვის კი დასასრულებელი მაქვს სამუშაო, წესით უნდა დამესრულებინა მაგრამ ფილმის ყურებამ შემიშალა ხელი, უფრო სწორად გამიტაცა, რადგან ფილმი საოცრად საინტერესო აღმოჩნდა.

არც თუ ისე ახალი ფილმი, 2009 წელს გადაღებული, რომელიც რეალური ადამიანების ცხოვრებაზეა დაყრდნობილი, და რომელთა შესახებ xელის მარტივი მოძრაობით და google-ს საძიებო სისტემაში შეღწევით მარტივად მოიძებნება ინფორმაციის ზღვა.

ეს ადამიანები ცნობილი მზარეული ჯულია ჩაილდი და მისი მიმდევარი, ჯული პაუელია, რომელმაც ჯულია ჩაილდის წიგნის მიხედვით ერთ წელიწადში ყველა რეცეპტი სცადა. სიმართლე გითხრათ, სამზარეულოში არც თუ ისე კარგი ვარ, უფრო სწორად საერთოდ არ ვვარგივარ, ან არ გამომიცდია არაფერი მსგავსი, მაგრამ საქმე ამაში არაა. ამ ფილმმა შთამაგონა, რომ რაიმე მიზანი დავისახო…

ჯულიმ, როდესაც ჯულიას წიგნის მიხედვით მზადება დაიწყო, დაიწყო ბლოგინგი და ამ ყველაფერს საკუთარ ბლოგზე აღწერდა, რაც დამეთანხმებით ნამდვილად საინტერესო იყო. ზუსტად ასეთი რამ მჭირდება ეხლა მეც!! მაგრამ ჯერ არ მომიფიქრბია რა. :D მინდა მიზანი, რომელსაც ოველ დღე აღვწერ ბოგზე! :D

უბრალოდ მინდოდა შემომეთავაზებინა ამ ფილმის ყურება, რადგან, ძალიან მსუბუქი და სასიამოვნო საყურებელია და ასევე, ვფიქრობ ბევრისათვის თუ შთამაგონებელი არა დასაფიქრებელი მაინც იქნება…

JULIE & JULIA

რეჟისორი: ნორა ეფრონი

როლებში:მერილ სტრიპი, ემი ადამსი, სთენლი ტუჩი, კრის მესინა, ლინდა ემონდი, ჰელენ კერი.

რჩევებს ველი თქვენგან… <3

 

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Pina Bausch “Dance for love”

სწრაფად ვწერ, რომ არც ერთი აღფრთოვანებული აზრი არ გამექცეს, მაგრამ არ გამომდის, ფილმი “Pina” თავად თუ არ ნახეთ…პლასტიკა, მუსიკა, გრძნობა… ძალიან კარგი ფილმია…

თუ იქ, რაიმე სასიყვარულო მელოდრამის ან თრილერის საყურებლად მიდიხართ მაშინ მისამართი შეგეშალათ…ესთეტიკური სიამოვნებისათვის  – სწორი გზა აგირჩევიათ.

Philippina “Pina” Bausch (27 July 1940 – 30 June 2009)გერმანელი მოცეკვავე და ქორეოგრაფი. მისი გამორჩეული ცეკვის მანერით(ცეკვის სტილს Tanztheater ჰქვია ) და პლასტიკით, განსაკუთრებული სასცენო რეკვიზიტებით, წვრილმანებამდე დამუშავებული ილეთებით პინა გახდა ყველასთვის მისაბაძი თანამედროვე ცეკვაში 70-იანი წლებიდან.

მან მონაწილეობა მიიღო ორ საკულტო ფილმში: ფედერიკო ფელინის(Federico Fellini) “და გემი მიცურავს”(And The Ship Sails On.1983), ასევე პედრო ალმოდოვარის (Pedro Almodovar) “ესაუბრე მას” (Hable con ella. 2002)

1983 წელს ბელგიელმა კინორეჟისორმა შანტალ აკერმანმა(Chantal Akerman) გადაიღო პინას შესახებ სატელევიზიო დოკუმენტური ფილმი “ერთხელ პინამ მკითხა”(Un Jour Pina Demande), რომელიც მოგვითხრობს პნასა და მისი თეატრის, Tanztheater Wuppertal, 5კვირიან გასტროლებზე. Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Movie Day

ოხ ეს დილა, ერთი და იგივე კითხვით რა ჩავიცვა?!…მთელი ღამე წვიმდა და ვიფიქრე დილითაც გაგრძელდებოდა და დავგეგმე ბოტებისს ჩაცმა, მაგრამ უკვე გათენებულზე ისეთი პირი უჩანდა გადაიფიქრა ეწვიმა და ჩემი გეგმები წვიმის წყალში ჩაიყარა…ასე რომ მომიწია თავიდან გადამეხედა გარდერობისათვის…საეთოდ სამოსის შერჩევას ხშირ შემთხვევაში ფეხსაცმელით ვიწყებ და შემდეგ გადავდივარ სხვა დანარჩენზე…ქუსლების განწყობა არ მქონდა და არჩევანი “ლეო” პრინტიან ბაჩმაჩებზე შევაჩერე, შემდეგ ჯინსის შარვალი და გარფილდიანი, ძალიან მხიარული, ვარდისფერი მაისური, რომელზეც ლურჯი ჟილეტი შემოვიცვი და საბოლოო ჯამში საკმაოდ “ქეჟუალურად” გამოვიყურებოდი, ამავდროულად კომფორტულად ვგრძნობდი თავს :)

6-ზე სამსახურიდან გავედი და გეზი მამიდასკენ ავიღე რომელიც უკვე ვნახე(ძალიან ლამაზი ყელსაბამი მაჩუქა,მდინარის მარგალიტებით) და დავპირდი რომ აუცილებლად გავივილიდი მასთან, გზაში კი “ქარვასლასთვის” უნდა ამეარა გვერდი, მაგრამ ბოლო წუთს გზი ვიცვალე და მისი გავლით მივედი…რა მექნა?! პირდაპირ მეძახდა :D მოკლედ უმეტიჩრესი მაისური ვიყიდე, ძლივს გავაკეთე ორს შორის არჩევანი, ისეთი საყვარელი გოგოები ეხატა,ბოლოს “ლონდონელი მეტიჩარა” ავარჩიე და “კრეატიული” დავტოვე არადა უუუfff…აღარ მინდა გახსენება…ამ მაისურის ჩაცმას “წულის” ქვედაბოლოსთან ერთად ვგეგმავ, საინტერესო უნდა გამოვიდეს, და ელასტიკზე ჩასაცმელი, წვრილი კოპლით, უბრეტელო ზედა …ისიც ძალიან ბევრი ლამაზი რამე დავათვალიერე; yamamay-ში ისეთი “სიფერადე” იყო თვალები ამიჭრელდა…რაც ქარვასლას შევამჩნიე ჩანთებში ჭარბობს გველის ტყავის ფაქტურა, ფერები სხვადასხვა,ძირითადად პასტელი,სამოსში ყვავილებზე და ლეოპარდის პრინტზე ლაპარაკი ზედმეტია, კოპლები…რამოდენიმე ძალიან კარგი ფერი, სამომავლოდ ვაპირებ ერთიმასეთი შევიძინო, Lime green- ფერის ძალიან მყვირალა ზედები, rufle კაბები,ქვედაბოლოები, ჯამფერები(jumpsuit) და რომფერები(rompers) Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone