კალენდარში მოსანიშნი ამბავი

ყველაფერს სუუულ თავიდან დავიწყებ, როდესაც 5 მარტს, საღამოს 9საათზე, თეატრის რეპეტიციაზე წასასვლელი მანქანაში ჩავჯექი და აღმოვაჩინე რომ კაბრიოლეტში ვზივარ, მხოლოდ ეს არ იყო სასიამოვნო სიურპრიზი, ეს იყო ის თავზარი, რაც უბედურებისას ეცემა ადამიანს. საკითხი არ მდგომარეობს ჩემი და ავტომობილის ურთიერთდამოკიდებულებაზე, ამაზე უკვე ბევრი ვილაპარაკე და ჩემი სოც. ქსელები ავაჭრელე ფოტოებით თუ რომანტიკული პოსტებით მასზე, საქმე იმაშია რომ იმ დღიდან მოყოლებული ვგრძნობ, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა, ვისთვისაც მეგობრის თუ ოჯახის წევრის სტატუსით ვარ, ძალიან ბევრმა ვისთვისაც იმ პერიოდში “არავინ” ვიყავი მითანაგრძნო და გვერდში დამიდგა. სწორედ ამ დროის განმავლობაში ვიგრძენი, რომ ადამიანურ დახმარებაზე და კეთილგანწყობაზე სასიამოვნო არაფერია, თუნდაც ეს ერთი კეთილი სიტყვა იყოს. როგორ გაუძლეს ამ კეთილმა ადამიანებმა ჩემს გაუთავებელ წუწუნს და სლუკუნს, როგორ დამეხმარენ მანქანაში ჩამსხვრეული შუშის ნაკუწების დასუფთავებაში ან ფინანსურად, როგორი სირთულეებით და ნერვიულობით მაპოვნინეს საქარე მინა, მაშინ როდესაც შეეძლოთ ეს თავსატეხი თავიდან აერიდებინათ. მაშინ როდესაც მე პანიკური შეტევით ვერ ვაზროვნებდი, 24 საათიანი უძილობის, ბათუმში მგზავრობის, საბაჟოზე შექმნილი პრობლემების მიუხედავად არ კარგავდა თავს და სახლამდე მშვიდობით დამაბრუნა, მაშინ რდესაც, თუნდაც ამ საბაჟოს პრობლემების გამო პირდაპირ კავშირზე იყვნენ და ცდილობდნენ საკითხი მოეგვარებინათ, ის უდანაშაულო ადამიანი რომელიც ამ გაუგებრობის გამო ზედმეტი გრძეეელი საათები ელოდა სახლში წასვლას, რადგან დასთანხმდა, რომ ჩემი ბედნიერების ელექსირი მის მანქანასთან ერთად ჩამოსულიყო, თუნდაც მაშინ როდესაც ვკითხულობდი კომენტარებს და წერილებს უცნობი თუ ნაცნობი ადამიანებიგან, რომლებიც მგულშემატკივრობდნენ მთელი ამ დროის განმავლობაში. ჰოდა მადლობა მინდა ყველას გადავუხადო, რომ ადამიანობა არსებობს და შვხვედრივარ, თუ მისაუბრია, თუ მაქვს პატივი რომ მათ ვიცნობ!! Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

ინტერიერის იდეები მანქანის ენთუზიასტებისთვის

Furniture-of-the-carsწინა პოსტის ტალღაზე დავრჩები და საავტომობილო თემას შევეხები, ამ პოსტს რომ წავაწყდი გავაანალიზე: თბილისში არ გვაქვს ავტოსერვისები, რომლებიც კარგი ინტერიერით დაიკვეხნიან, ინტერიერი თუ ჰქვია საერთოდ? და თუ გვაქვს – განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი არაფერი. ალბათ ზედმეტად შემოქმედებითი თვალით ვუყურებ, შეიძლება ამის მოთხოვნაც არაა ბაზარზე, რა საჭიროა თავის ჭყლეტა: გაფუჭდა ავტომობილი, მიდი ხელოსანთან, ხელოსანმა გააკეთა მისი საქმე, წამოდი! მორჩა ამბავი…  მაგრამ ამ პოსტით ნახავთ რა მარტივად და თითქმის დანახარჯების გარეშეა შესაძლებელი (განსაკუთრებით ასეთი დაწესებულებისთვის) ინტერიერის გალამაზება. რა თქმა უნდა, მანქანის ენთუზიასტებსაც შეუძლიათ ასეთი იდეები გამოიყენონ საკუთარ სახლში, მაგრამ სუფთა კომერციული თვალსაზრისით სიამოვნებით დაველოდებოდი მანქანის შეკეთებას, თუნდაც საბურავის სავარძელზე ^_^ Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

გა-ფრენა

Paraglidingკვირა დღე სახლში ყოფნით და ფოტოების დამუშავებით უნდა გამეტარებინა, რაც დილის საათებში უკვე მოსწრებული მქონდა, როდესაც მეგობარმა პარაპლანით ფრენა შემომთავაზა. ასეთი სახის მოწვევისას როგორიცაა: “რაც შეიძლება მაღლა”, “რაც შეიძლება სწრაფად”, “შორს”, “საშიში”, “ექსტრემალური”, “სულის შემძვრელი” და ა.შ.  დიდი შანსია რომ წინადადების დასრულებამდე დანიშნულების ადგილას ვიყო, ამ შემთხვევაშიც გამიმართლა და თავად წამიყვანა (გა)საფრენ წერტილამდე. ჩემი პირველი ფრენისას გავიგე, იმისთვის, რომ ოდესღაც მარტო ფრენა შევძლო ძალიან მსუბუქი ვარ, ამიტომ დიდი ძალისხმევა დამჭირდება პარაპლანის დამორჩილებისას და დაფრენისას… მმმ… შეიძლება ვერასოდეს დავფრინდე და პარკივით ვიფარფატო ჰაერში სანამ რამეს არ “შემოვეხვევი” :)) ან რამოდენიმე ათეული კილო უნდა მოვიმატო :D Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

სხეულის მოხატვის 4 გზა

ბევრ თქვენგანს ეხსომება დღეები, როდესაც საღეჭი რეზინის “ნაკლეიკებით” ვიჭრელებდით სხეულს და თავსაც ვიწონებდით. მას მერე დიდი დრო გავიდა, სხეულის მოხატულობა კვლავ მოგწონს, მაგრამ სვირინგის გაკეთებას ვერ რისკავ. ამ შემთხვევაში  დროებითი მოხატულობის რამოდენიმე ალტერნატივა არსებობს.cf7870d3d529628a0193c0fc79d777a0 Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

ჩვეულებრივი ფოტოებისგან გადაქცეული სახალისო ილუსტრაციები

ბრაზილიელმა მხატვარმა, ხულიო სიზარმა (Julio Cesar) ჩვეულებრივი ადამიანების ფოტოები უსაყვარლეს ილუსტრაციებად აქცია. იმის გამო, რომ ასეთი სახის ნახატები ძალიან მომწონს, თავი ვერ შევიკავე რომ არ გამეზიარებინა. მეც დიდი სიამოვნებით ილუსტრირებული. Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone