Halloween Inspiration

halloweenHalloweenმოვიდა შემოდგომა და მასთან ერთად ჰელოუინის განწყობაც,  კოსტუმებისთვის ახალ შთაგონებას ვეძებთ.DSC_0659 უკვე რამოდენიმე წელიწადია ამ დღეს ამაღლებული განწყობით ვხვდებით, თუ რაიმე გეგმა არ გვაქვს ფოტოსესიისთვის მაინც ვპოულობთ დროს. ფოტოები კი გასული წლების ალბომიდან, იმედი მაქვს თქვენც ნახავთ სასურველ პერსონაჟს.
Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

True Love

მე ერთი პატარა გოგო ვარ, რომელსაც მუდმივად სჭირდება იმის მტკიცება რომ ცოცხალია. დიდი გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ ვცდილობ შეძლებისდაგვარად უარი არ ვთქვა ნებისმიერ ექსტრემალურ თუ ამაფორიაქებელ სიტუაციაზე, რომელიც სიცოცხლეს თავიდან შემაყვარებს (მესმის, ცხოვრების სტილის არც ისე კარგი პროპაგანდაა) ჩემი ბოლოდროინდელი გატაცება და ინტერესი მანქანებით კიდევ უფრო ძლიერდება და იზრდება და მეტად რთულდება მანქანის მშვიდად ტარების უნარიც, რადგან მისი მართვისას ვხვდები, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება რამე მოხდეს, ამიტომ ყოველი წამი ძვირფასია, ისიც კარგად მესმის – უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა და ამ დროს მხოლოდ საკუთარ თავზე არ მმართებს ფიქრი, არამედ გარშემომყოფებზეც. მუდმივად ვცდილობ რაიმე ახალი აღმოვაჩინო მართვისას, მეტი ვისწავლო და კარგი მძღოლი ვიყო, რადგან სამი სიტყვა: “მანქანას კარგად მართავ”, ნებისმიერ ქათინაურს მირჩვნია გარეგნობაზე (რა თქმა უნდა ეგეც მიყვარს :))).

Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Before and After

ბავშვობის ტკბილი მოგონებები ყოველთვის ილექება ჩვენს მეხსიერებაში, მე კი ფოტოკამერების არსებობის დიდი მადლიერი ვარ. ჩემი შვებულება ხანმოკლე, მაგრამ ძალიან სასიამოვნო იყო, ერთი დღე კი ოჯახით სახალისო ფოტოსესიას დავუთმეთ. ვფიქრობ, ბევრს გინახავთ ინტერნეტ სივრცეში ძველად გადაღებული ფოტოების აღდგენილი სერიები, ფოტოებზე ასახული უკვე გაზრდილი ადამიანებით, ჩვენც დიდი ხნის სურვილი ავისრულეთ, ტენდენციას არ ჩამოვრჩით და შედეგითაც ძალიან კმაყოფილები დავრჩით, გარდა იმისა რომ ბევრი ვიმხიარულეთ გადაღებისას. Lizira Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

გა-ფრენა

Paraglidingკვირა დღე სახლში ყოფნით და ფოტოების დამუშავებით უნდა გამეტარებინა, რაც დილის საათებში უკვე მოსწრებული მქონდა, როდესაც მეგობარმა პარაპლანით ფრენა შემომთავაზა. ასეთი სახის მოწვევისას როგორიცაა: “რაც შეიძლება მაღლა”, “რაც შეიძლება სწრაფად”, “შორს”, “საშიში”, “ექსტრემალური”, “სულის შემძვრელი” და ა.შ.  დიდი შანსია რომ წინადადების დასრულებამდე დანიშნულების ადგილას ვიყო, ამ შემთხვევაშიც გამიმართლა და თავად წამიყვანა (გა)საფრენ წერტილამდე. ჩემი პირველი ფრენისას გავიგე, იმისთვის, რომ ოდესღაც მარტო ფრენა შევძლო ძალიან მსუბუქი ვარ, ამიტომ დიდი ძალისხმევა დამჭირდება პარაპლანის დამორჩილებისას და დაფრენისას… მმმ… შეიძლება ვერასოდეს დავფრინდე და პარკივით ვიფარფატო ჰაერში სანამ რამეს არ “შემოვეხვევი” :)) ან რამოდენიმე ათეული კილო უნდა მოვიმატო :D Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Re-Birth

ბლოგის არქივში დავბოდიალებდი, და ძალიან ბევრი რამ ვნახე რაც სულ არ მახსოვდა, თითქოს ჩემი მეხსიერების კუნჭულია რომელსაც ხშირად არ ვსტუმრობ ხოლმე. არც ისე კარგია მოგონებებით არსებობა და ასე არც ვიქცევი, უბრალოდ ხანდახან სასიამოვნოაა იცოდე, რომ ამ მოგონებების “ბექაფი” სადღაც არსებობს. სულ ცოტა ხნის წინ, ჩემი დაუდევრობით, ბლოგი  გაქრობის წინაშე დადგა და მაშინ გავაანალიზე, რომ ჩემი ნაწილიც გაქრებოდა, მანამდე სულ ვფიქრობდი – არაფერს ვაკეთებდი, რომ ჯერ პატარა იყო, მაგრამ ხუთი წელი გავიდა რაც ჩემი თანამგზავრია და ფაქტმა, რომ ის აღარ იქნებოდა გული შემიკუმშა. საბედნიეროდ ძალიან იღბლიანი ვარ, რომ არსებობენ ადამიანები, ვინც  ფინანსურად, ტექნიკურად, მორალურად მხარი დამიჭირა და fefe ხელოვნური სუნთქვით სიცოცხლეს დაუბრუნდა კვლავ გამიღვივა წერის, რაიმე ახლის კეთების და გაზიარების სურვილი. მე ცოცხალი ვარ და fefe-ც!

Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone