Cold Season, Pretty Shoes – F/W 2011-12

Cold Season, Pretty Shoes – F/W 2011-12


ჩაცმულობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი ფეხსაცმელია, არც ერთი კომბინაცია, კაბა თუ სხვა რაიმე არ იქნება იმდენად ეფექტური, თუ ფეხსაცმელს ზუსტად არ შევურჩევთ. ფეხსაცმელი, შეუმჩნეველი არასოდეს რჩება.

ცივ სეზონებზე მასალა – ტყავის, ლაქის ზედაპირით, ატლასით, რეპტილიის პრინტით, ზამშე, მაქმანი და ბეწვი იქნება.

ფეხსაცმლის ცხვირის ფორმა კი ორივენაირი: წვეტით და მრგვალი, ასე რომ თქვენივე გადასაწყვეტია ერთს აირჩევთ, მეორეს, თუ ორივეს ერთად.

ფერებზე უკვე ვსაუბრე ამ პოსტში, ეს ფერებივე ვრცელდება ფეხსაცმელზეც.

#1 ლაქის ზედაპირი (Patent Leather)

ლაქის ფეხსაცმელი, ცოტა არ იყოს, რთული შესახამებელი და გამოსაყენებელია, ვიდრე ჩვეულებრივი ტყავი, მაგრამ იგი მეტად აქტუალურია შემოდგომა – ზამთრის სეზონზე. კარგი იქნება თუ color block-ს გამოიყენებთ და შეარჩევთ ფეხსაცმელის: შავ – წითელში, შავსა და თეთრ, ლურჯსა და მეწამულში ან სხვა კონტრასტულ ფერში, რაც უფრო მეტად ეფექტურს გახდის ფეხსაცმელს. Wictor & Rolf, Sonia Rykiel, Marc Jacobs, Alexander Wang, Cloe, Antonio Marras.

 

#2 ზამში (Suede)

კარგი ზამში – ბრწყინვალედ გამოიყურება ფეხზე. იგი ფეხსაცმელს მდიდრულ იერს სძენს. ზურმუხტისფერი, რუხი, ჟანგისფერი(ან აგურისფერი), შინდისფერი, ლრჯი – ეს ფერები კი უფრო მეტ სიმდიდრეს შესძენს. Diane Won Furstenberg, Isabel Marant, Michael Kors, Marni, Prada, Givenchy, Anna Sui და Miu Miu.

 

#3 ატლასი (Satin)

სავსებით მისაღებია დღის, ყოველდღიურ ჩაცმულობასთან, მაგრამ გადასარევია საღამოს სინათლეზე. დამსახურებულად იკავებს შემოდგომა – ზამთრის ტრენდებს შორის ადგილს. ატლასი სინათლეზე გარდამავალ ფერს იძლევა და ძალიან ლამაზია. Jason Wo, Donna Karan, Emilio De La Morena.

#4 ბეწვი (Fur)

ეს სეზონი ბეწვისაა! არ ღირს ნერვიულობა, თუ ცხოველების მოყვარული და დამცველი ბრძანდებით (ისევე როგორცმე) ძალიან ბევრი მოდის სახლი, როგორცაა შანელი, იყენებს სინთეტიკურ, ხელოვნურ ბეწვს. იგი ყველგან გვხვდება – ქურთუკებით და შარვლები დაწყებული, რის სიასაც ფეხსაცმელი ასრულებს. Vanesssa Bruno, Dolce and Gabbana და Chanel.

#5 პრინტი (Prints)

როგორც ამ პოსტში მოგახსენეთ, ლეოპარდი და რეპტილია კვლავ მეფობს პრინტებში, გამონაკლისი არც ფეხსაცმელშია, განსაკუთრებით კი რეპტილია. დარწმუნებული იყავით, რომ ფხსაცმელი ასეთი პრინტით ნებით თუ უნებლიეთ მიიპყრობს ყველას ყურადებას, ამიტომ შეურჩიეთ მათ შედარებით სადა სამოსი, რომ კიდევ უფრო გაამძაფროთ მათი ეფექტი. Celine, Donna Karan, LV, Balensiaga, Valentino, Michalel Kors, Salvatore Ferragamo, Guiseppe Zanotti.

#6 თასმა (Lacing)

მათი აქტუალურობა პიკს აღწევს. თუ თბილ-ცხელ სეზონზე ისინი ნაზად  გამოიყურებოდნენ, გრილ-ცივ პერიოდისათვის სახეცვლილი, მეტად აგრესიული და სექსუალური გვევლინება. Christian Dior, Louis Vuitton, Alexander McQueen, Marc Jacobs, Rag & Bone, Marios Schwab, Cloe, Balmain, Versache.

#7 ბალთა (Buckles)

ბალთა, რაც შეიძლება მეტი რაოდენობით!! მათი მრავალფეროვნება გაგაკვირვებთ, როდესაც ნაზად მოგვეჩვენება – კლასიკურ, ელეგანტურ ფეხსაცმელზე, ხოლო  უხეშ სტილისათვის – შესაფერის აგრესიულ იერს იღებს. Etro, Emilio Pucci, LV.

#8 მთის ჩექმა (Mountain Boots)

ალბათ, ყველას ახსოვს ე.წ. “ბათინკის” ბუმი გასულ წელს, როგორი ფერის და მასალის არ იყო…ამ წელს ის კვლავ დაბრუნდა, მხოლოდ მაღალ ქუსლზე ან პლატფორმაზე “ამხედრებული”. მათი მთავარი დადებითი მხარე, ისაა, რომ კარგად ითავსებენ კომფორტულობას, სითბოს და მაღალი ფეხსაცმლის მიმზიდველობას. Barbara Bui, Burberry Prorsum, Kenzo, Tommy Hilfiger, Erdem, ან John Galliano

#9 მაღალ ყელიანი ჩექმა (Tight, High Boots)

მაღალყელიანი, ფეხზე მომჯდარი ჩექმა, არათუ სექსუალურობით გამოირჩევა, არამედ ვინტაჟის იერს აბრუნებს. Christopher Bailey for Burberry Prorsum, John Galiano for Dior, Jean Paul Gaultier for Hèrmes, Tommy Hilfiger, and Barbara Bui – ეს, იმ დიზაინერთა სიაა, ვინც ბოტფორტი ცივი სეზონებისათვის შემოგვინახა.

მხოლოდ, მათი შერჩევისას სიფრთხილე გვმართებს, რადგან შეცდომით არჩეუმა ჩექმამ, შესაძლოა ტანის პროპორციები დაარღვიოს, ასევე მათ ხასიათშია, გადაჭარბების შემთხვევაში – ვულგარულობა.

#10 მოკასინი ქუსლზე (High Hilled Moccasins )

მოკასინი ფეხსაცმლის ერთ-ერთი ტიპია, რომელიც არ შეიძლება გაქრეს ჩვენი მხედველობის არედან. ამიტომ დიზაინერებიც – Prada, Rochas, Balenciaga და Celine, 

ყველანაირად ცდილობენ მათ გამოყენებას და წელსაც ქუსლი მიუმაგრეს, ისევე როგორც, ზემონახსენები მთის ჩექმა, ისიც პრაქტიკულობას და ელეგანტურობას ინარჩუნებს, რასაც ხშირად სველ სეზონებზე ვეძებთ ხოლმე.

#11 მახვილი ცხვირი (Pointed Toe)

ასეთი ცხვირის მქონე ფეხსაცმელი, სანამ ასპარეზზე შემოვა, ყველას მოწონებას ვერ იმსახურებს, შეიძლება პირიქითაც ითქვას – არ მოწონთ! თუმცა, სულ ტყუილად. ამჯერად, იგი ყველას მოსაწონი იქნება, რადგან სხვადასხვა ინტერპრეტაციით წარსდგება ჩვენს წინაშე და სულ თავისუფლად შეძლებთ თქვენთვის სასსურველის შეძენას: Isabel Marant  – როკ ვერსიით, Stella McCartney – მინიმალისტური ფეხსაცმით, რომელსაც ტუნიკებს და ვიწრო შარვლებთან, ან უსახელო კაბებთან შეახამა. Louis Vuitton – რეტრო სტილთან მეტად მიახლოებული, მეტად წვეტიანი ცხვირით, ოთხკითხედი, მსხვილი ქუსლით და თხელი წინა ძირით, რომელიც 50-60-იან ქალს ქმნის და რომელიც მე პირადად ძალიან მომწონს.

#12 სქელი ქუსლი (Chunky Heel)

გასაკვირი არაა, როდესაც სასიარულოდ არაკომფორტულ სეზონზე, “ფეხსაცმლის შემქმნელები” ზრუნავენ, რომ დროს ფეხი აუწყონ და მაქსიმალურად შესაფერისი რამ მოიფიქრონ, რამაც სქელი ქუსლი განაპირობა, რომ ჩვენი “ქუსლომანური” სურვილები დაეკმაყოფილებინათ. სქელ ქუსლს ვხვდებით, როგორც კლასიკურ, ასევე უხეში ფორმებით. Gucci, Diane Won Furstenberg, Derek Lam, Chanel, Rag & Bone, Fendi, Michael Kors, Nine West.

#13 წვრილი ქუსლი (Spike Heel)

…მაგრამ! არაფერი შეცვლის “სტილეტოს” (stiletto) სექსუალურობას, როგორ კომფორტულად და დაცულად არ უნდა ვიგრძნოთ თავი სქელ ქუსლზე, იმდენად მიმზიდველად ვერ ვიგრძნობთ, როგორც წვეტიანზე…(მეთანხმებით?? :) ) Emilio Pucci, John Galliano, Giorgio Armani, Jason Wu, Donna Karan.

#14 პლატფორმა (Platform)

კიდევ ერთი დამატებითი ნაწილი კომფორტისათვის, თუ წვრილ ქუსლს ვერ შეეგუეთ, მაგრამ ვერც ელევით, ამისათვის გამოიგონეს – პლატფორმა. იგი მეტად ადვილი სასიარილოა, და ზამთრის ცივი მიწაც არას დაგაკლებთ. Christian Louboutin,  Charlotte Olympia.

#15 “ტანკეტკა” (Wedges)

შემოდგომა-ზამთრისათვის, ეს ფეხსაცმელი მოკრძალებული დაელეგანტური იქნება – კომფორტის შენარჩუნებით. სიმაღლე კი თქვენი ნებით შეარჩიეთ. Marc Jacobs, Marc By Marc Jacobs, Carven, D&G, Ann Demeulemeester.

#16 წინდა (Socks)

მახსოვს პერიოდი, როდესაც წინდა მოწოდების სიმაღლეზე იყო, შემდეგ დადგა დრო, როდესაც ყველამ ზურგი აქცია და იგი ათეულშიც კი მინახავს სახელწოდებით – “რა არ! უნდა ჩავიცვათ”. ეხლა კი, წინდების ხანაში შევაბიჯებთ და უნდა ვეძიოთ არა მარტო თბილი, არამედ “განსაკუთრებული” წინდები. იგი ჭეშმარიტად, სეზონის ჰიტია, ერთი შეხედვით, არც თუ ისე მარტივი. მათზე დამოკიდებულია თქვენი ფეხის ვიზუალური სიგრძე და ფორმა, ამიტომ შეარჩიეთ თქვენი ფეხისათვის მისაღები ფერი, პრინტი და სიგრძე. თუ ვერ გადაწყვეტთ, ჩაანაცვეთ იგი სქელი, ნაქსოვი “კოლგოტი”. Donna Karan, D&G, Dolche&Gabbana, Christian Dior, Marc Jacobs, Etro, Anna Sui.

ალბათ, დააკვირდით და ნახავდით, რომ ყოველ კატეგორიაში არის ფეხსაცმელი რომელიც ასევე სხვა ტრენდებს მიეკუთვნება. ასე რომ თამამად შეარჩიეთ ფეხსაცმელი რომელიც რამოდენიმე მიმართულებას უპასუხებს, წარმატებას გისურვებთ – სასურველის პოვნაში.

(P.S. ჩამონათვალში არსებული დიზანერები შესაძლოა ფოტოზე გამოსახულ ფეხსაცმელს არ შეესაბამებოდეს)

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

6 Replies to “Cold Season, Pretty Shoes – F/W 2011-12”

  1. კარგი სიახლეა გამოსადეგი კარგად არის დიზაინერული სიახლეები წარმოდგენილი

  2. I loved as much as you’ll receive carried out right here. The sketch is attractive, your authored subject matter stylish. nonetheless, you command get bought an shakiness over that you wish be delivering the following. unwell unquestionably come further formerly again as exactly the same nearly a lot often inside case you shield this increase.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *