DRESSLINK WISHLIST

საახალწლო აურზაურმა ჩაიარა, მალე მაღაზიებში ახალი კოლექციები გამოჩნდება, თუმცა ზამთრის სეზონი ჯერ არ გასულა და შესაძლებელია ამ პოსტს თხილამურებზე შემდგარი კითხულობდე, გონება ავტომატურად დაიწყებს საგაზაფხულო ნივთებზე ფიქრს, თვალი თავისთავად გაიქცევა ყვავილებისკენ, ფრიალა კაბებსა და მაქმანებისკენ, ჩემი გული, გონება და სული უკვე ამუშავდა და ძალიან საყვარელი რამე-რუმეები დავიგულე Dresslink.com -ზე სადაც ფასებიც ძალიან მიმზიდველია. არ შემიძლია ჩემი სურვილების ათეული არ გავაზიარო:

  1. ჩემი პირველი სიყვარული ასე გამოიყურება, ყვავილის ნახატი ზედმეტი არასოდესაა:

SV027125-2

2. როგორც უკვე ვთქვი, ყვავილებით ვერასოდეს ვნაყრდები, ამ სპორტულ ქურთუკს ვეტრფი.

3. ფრიიი… როგორ უნდა იყო ცუდ ხასიათზე როდესაც ასეთი ფერადობით დაფრინავ?!

4. ეთნიკური ელემენტები ჩემი გამოუსწორებელი სუსტი წერტილია.

5. ასეთი ნაქსოვი ტოპი  დიდი ხნის სურვილების სიიდან.

6. ცოტა ჰიპსტერულიც არ დამვიწყებია, სიტყვაზე თუ მენდობი 70იანების ელემენტებს ძალიან ხშირად შეხვდები ახლო მომავალში.

7. საყვარელი, ძალზედ ფემინისტური კომბინაცია

8. ოო, არ შეიძლება ეს ჩეშირი არ მინდოდეს. ვინც მიცნობს კარგად ეცოდინება როგორ მიყვარს ლუის კეროლის ეს პერსონაჟი, ტიმ ბარტონის ფილმიდან “ალისა საოცრებათა ქვეყანაში”

9. ცოტა აქსესუარებზეც, ჩეშირთან ერთად ამ ბუკნაჭოს ჩანთაზეც არ ვიყტყოდი უარს, ჩემს მცირე, მაგრამ საყვარელ კოლექციას გაალამაზებდა

10. ბოტფორტების მორგების სურვილი არასოდეს მქონდა, ვაღიარებ ეჭვი მეპარებოდა რომ მომიხდებოდა ჩემი სიმაღლის გამო, მაგრამ ერთ-ერთმა fashionista-მ, მირა დუმამ, რომელიც თავადაც არ დაიკვეხნის სიმაღლით შთამაგონა ერთხელ მაინც ვცადო როგორ გამომივა.

რაც ამ საიტზე სერფინგისას აღმოვაჩინე აქვთ ქციები US$ 0,01 სადაც სამწუხაროდ ერთი კაბა გამისხლტა ხელიდან და აქსესუარებზე Free Shipping, ანუ ტრანსპორტირტირების საფასურის გარეშე… მმმ… ეხლა კი წავალ ამ სიას გავამდიდრებ ^_^

 

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *