Extreme Photo-session

Extreme Photo-session

როგორ დაიძვრინო თავი სიტუაციიდან თუ ფოტოგრაფი არ გყავს?!

ყველაფერი საათივით იყო აწყობილი:

10:00 River Island-აქსესუარებისთვის

10:30 ნუკისთან(მოდელი – Image Centre)

11:00 სალონი Arte – თმა და მანიკური

12:45 ქრისტი (ვიზაჟი)

13:00 გადაღება.

ასეც დაიწყო, რომ არა ფოტოგრაფის მოუცლელობა და მის გარეშე სალონში დარჩენილი დაბნეული გოგოები. მაგრამ, რადაც არ უნდა დაგვჯდომოდა, ეს ფოტოსესია უნდა! შემდგარიყო, მისი მოლოდინი უამრავ ადამიანს ჰქონდა და ბევრი ადამიანიც ჩართული იყო, ამიტომ არ უნდა ჩაშლილიყო.

ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ დროს თავში პირველი ამოტივტივდება – ინა! ფოტოგრაფი, ჩემი მეგობარი და ძალიან კარგი ადამიანი. დარეკვისას უარის მიღებას არც ვგეგმავდი და არც მიმიღია. ფოტოგრაფი – გვყავს, ეხლა ლოკაციები?!

სანამ საჭირო ნივთები შევაგროვეთ – გიორგი ქებურიას ტანსაცმლის კოლექცია და Marusinka-ს ფეხსაცმელები, გადავწყვიტეთ, მშიერ კუჭზე არ მოგვემოქმედებინა არაფერი, თან დროც გვქონდა, სანამ ინა კინოსტუდიიდან წამოვიდოდა, ამიტომ კაფე “Naxvamdis”-ში გადავწყვიტეთ წასვლა, სადაც საშამ უპირობოდ დაგვრთო ნება დავბანაკებულიყავით, ტანსაცმელი იქ გამოეცვალა ნუკას, აქსესუარებიც გადაგვენაწილებინა, მაკიაჟი იქ გაგვეკეთებინა და თუ საჭირო იქნებოდა ფოტოებიც მასთან სტუდიაში გადაგვეღო, ისე რომ ჩემი შრეკის თვალებიც კი არ დამჭირვებია სათხოვნელად. მოღრუბლული ამინდის მიუხედავად, რომელიც წვიმას ქადადებდა, გარე გადაღება ზედმეტად მიმზიდველი იყო და დავიძარით.

პირველი გადაღების წერტილი, არტ სტუდია “Leselidze 49″ იყო, რომელიც შემთხვევით ვნახეთ და მისი ოკუპირებაც მოვახდინეთ. მეორე ლოკაცია, ინტერიერით განთქმული და ბევრისთვის ნაცნობი კაფე Linville იყო სადაც გადაღება დავასრულეთ.

რამოდენიმე საათის შემდეგ ისევ “Naxvamdis”-ში ვისხედით, მართალია საოცრად დაღლილები, მაგრამ კმაყოფილები და თავს გადამხდარ დღეს უკვე ღიმილით ვიხსენებდით.

ეს გადაღება ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებით ჩემთვის, რამოდენიმე კვირა ვემზადებოდი და მოუთმენლად ველოდი, თან უამრავი ადამიანი ელოდება შედეგს, რომელსაც უკვე Pink.ge-ზე ვიხილავთ. ამისთვის კი ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, მთელი გულით რომ ერთმანეთს გვერდში დავუდექით: ნუკა, ბაია, ქრისტი, ინა, ყველაზე დიდი მადლობა თემოს, რომელმაც გამნათებლის ფუნქციაც კი იტვირთა და ყოველთვის ჩემს გვერდითაა ^^.

კაფე “Naxvamdis”,

კაფე “Linville”,

არტ სტუდია “Leselidze 49”,

სილამაზის სალონი “Arte”,

გიორგი ქებურია,

MaruSinka Shoes,

River Island

ბევრი რამ არაა საჭირო იმისათვის, რომ კარგი ფოტოსესია მოაწყო, მთავარია ერთად საჭირო ადამიანები შეიკრიბონ.

 

20130610-175038.jpg

20130610-175104.jpg

20130610-175057.jpg

20130610-175111.jpg

20130610-175118.jpg

20130610-175210.jpg

20130610-175232.jpg

20130610-175219.jpg

20130610-175226.jpg

20130610-175241.jpg

20130610-175248.jpg

20130610-175313.jpg

20130610-175256.jpg

20130610-175451.jpg

20130610-175513.jpg

20130610-175150.jpg

20130610-175706.jpg

20130610-175127.jpg

20130610-175157.jpg

20130610-175743.jpg

20130610-175540.jpg

20130610-175529.jpg

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

One Reply to “Extreme Photo-session”

  1. ძალიან ლამაზი ფოტოებია, და ყოჩაღ ფეეფე, იგრძნობა მზრუნველი ხელი და თვალი<3 ძალიან მომწონს, სხვები რა იქნება წარმომიდგენია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *