One Fairy Tale

იყო და არა იყო რა, იყო ერთი გოგონა, რომელსაც უყვარდა ფოტოების გადაღება, იყო მეორეც, რომელსაც ასევე უყვარდა ფოტოების გადაღება, მხოლოდ ერთს კამერის წინ პოზირება, ხოლო მეორეს კადრის დაჭერა… ამ ზღაპარში არაა ცუდი პერსონაჟი და დასასრულიც სასიამოვნოა და შედეგიც შესანიშნავი.

ფოტოებით დიდი ხნის წინ უნდა მომეწონებინა თავი, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს, ნათქვამია და ამ აზრს სრულიად ვითვალისწინებ.

ერთ დღესაც ნატამ ფოტოების გადაღება შემომთავაზა, აზრი დასრულებული არ ჰქონდა მაშინვე დავთანხმდი, რადგან ვიცოდი წინ შესანიშნავი ამბავი მელოდა, თან მისი თმისსამაგრებიც თავმომწონედ მოვირგე.

ხანდახან უბრალოდ იცი, რომ  ადამიანი ისეთად გხედავს როგორიც ხარ, ისეთად როგორიც თვითონ არ იცი რომ ხარ, მაგრამ მოგწონს და გიხარია, რომ  როდესაც საკუთარი თავის მიმართ ეჭვები და კითხვები გიჩნდება , ზოგიერთი უნებლიე მოქმედებით, ღრუბელივით გაფანტავს ცუდ აზრებს.

ჩემი ფოტოთერაპიის კადრები ქვემოთ, თქვენ კი თუ გსურთ ასეთი რამის განცდა, მე ვიცი სადაც გადაგამისამართოთ Romanovskaya Photography

ნატას მიერ გადაღებული კიდევ ერთი ფოტოსესია იხილეთ ამ ბმულზე: New Photos for My Blog

ასევე ლუქბუქზე თუ დამიმეგობრდებით გამიხარდება:

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *