Fall-Winter 2011-12 (color)

Fall-Winter 2011-12 (color)

თუ რამდენად აცივდება, როგორ იწვიმებს თუ ითოვებს, ამ ყველაფერს ბუნება განსაზღვრავს და ცხვირსაც კი არ ჩაგვაყოფინებს :D მაგრამ, როგორ ფერებში გამოვპრანჭავთ ამ სეზონებს ეს აბსოლუტურად ჩვენი ნებაა. სხვადასხვა ბლოგებიდან ინფორმაციის შეგროვების შემდეგ, ჩემს საგამოძიებო მასალას თქვენ გიზიარებთ, რომ ყოველი ნივთის ყიდვისას გაგახსენდეთ და გაითვალისწინოთ.

მაშ ასე:

 

#1 შავი, თეთრი, რუხი (Black, White, Gray )

ფერები, რომლითაც შეცდომა თითქმის არასოდეს დაიშვება, მათი “მართვა” შედარებით ადვილია ისევე როგორც ერთმანეთთან შეხამებით, მაგ. კლასიკური შავი და თეთრი, ასევე სხვა ფერებთან კომბნირებით, აქსესუარებთანაც კარგად მეგობრობენ. ეს ის ფერებია რომლის გარეშეც მოდური ჩვენება არ ჩაივლის, დიზაინერები არასოდეს ივიწყებენ მათ და არც ჩვენ უნდა დავივიწყოთ, იგი მომავალი სეზონების must have-ია. Versache, Victor & Rolf, Loewe, Etro, Chanel, Alexander Wang სრული სია არაა, მათი ვინც შავს, თეთრს და რუხს საჭიროდ მიიჩნევს.

 

#2 შუაღამე (Midnight)

Midnight Blue, ელეგანტური და დახვეწილი. თუ შავზე უარს ამბობთ, მას გვერდს ვერ აუვლით, იდუმალი ფერი, რომელსაც თავად მოდის სახლებმა: Oscar De La Renta,  LV, Burberry Prorsum, Marc Jacobs, Blumarine, Gucci და სხვებმა უარი ვერ უთხრეს. მისი გამოყენება ყველა სტილის სამოსისათვის მისაღებია, ხართ კლასიკური თუ სპორტული სტილის მიმდევარი, საღამოს, კოკტეილის კაბასთან თუ ყოველდღიურ ჯინსებთან ანსამბლში.

#3 Luxury

თუ თქვენ ფერების მოყვარული ბრძანდებით, მაგრამ ზედმეტი სიმკვეთრისაგან თავს იკავებთ, მაშინ მეწამული, იისფერი, ისაა რომელსაც ნათელსა და მუქ ფერებს შორის ოქროს შუალედი უჭირავს. მდიდრული და მომხიბვლელი,ამ ფერებით  ყველანაირ ჩაცმულობა გლამურული იერით იქნება. Jac Posen, Gucci, Marc by Marc Jacobs, Nina Ricci, Christian Dior, Victoria Backham, Tommy Hilfiger, Mulberry… იმ დიზაინერთა ჩამონათვალია, რომელთაც გამოიყენეს საკუთარ კოლექციებში ეს ფერები, ეხლა კი ჩვენი დროა ისინი გამოვიყენოთ ჩვენს ჩაცმულობაში.

 

#4 Romantic

ლავანდა, ნესვი, თაფლი – მათი ფერები საოცრად ნაზ და რომანტიულ განწყობას წარმოქმნის, სიმსუბუქე, რომელიც შეზავებულია ოდნავ ჭირვეულობასა და ზღაპართან. სამოსი ყველაზე მკაცრი შტრიხებითაც კი უძლურია შეინარჩუნოს უხეშობა. Carolina Herrera, AleXander Wang, Dior, Michael Kors, Wictor & Rolf, Missoni – მათ კოლექციებში ამ ფერებს უხვად იპოვით.

 

 

#5 ორქიდეა (Orchid)

ვისაც ეს ყვავილი უყვარს, დამეთანხმება, რომ საოცრად ნაზია. მართალია იგი სხვადასხვა ფერის არსებობს, მაგრამ წელს Missoni, Dior Nina Ricci-ს ჩვენებებზე, განსაკუთრებული სილამაზით ღია იისფერი გამოირჩეოდა. ძალიან მომხიბვლელია ასეთი ფერის ქურთუკი და ლაბადა.

#6 ფერადი (Colorfull)

სიტყვა ფერადი, ბოლო პოსტების განმავლობაში იმდენჯერ გავიმეორე, მერიდება, მაგრამ რა ვქნა, თუ ჩემს დიდ სიმპატიას იმსახურებს და არა მარტო ჩემსას: D&G, Dor, Blumarine, Victoria Backham, Versache, Gianbatista Valli, Jill Sander, Cucci ისინიც სწყალობენ: მაჯენტა(ვარდისფერი), ფორთოხლისფერი და ყვითელი – მდოგვისფერი. ეს მკვეთრი ფერები და მათი გრადაცია საოცრად ლამაზ პალიტრას ქმნის. მათი გამოყენება როგორც ძირითად, ასევე აქსესუარების სახით შეგიძლიათ, მხოლოდ ასეთი ფერებით შემოსვა შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, ბეწვის ხიდზე გავლას ჰგავს, მეტად რთულია. გარისკვის შემთხვევაში კი შემიძლია გირჩიოთ, რომ სხვა სამოსი თუ აქსესუარები შედარებით ნაკლებად ფერადი შეირჩიეთ.

#7 მწვანე (Green)

მუქი მწვანე შუშა, ზურმუხტი და მწვანე ზეთის ხილი,  ის ფერებია, რომელიც მაღაზიებში უნდა ვეძებოთ. Azzedine Alaia, Tom Ford, Phillip Lim…

#8 მბზინავი (Glittery)

მბზინავი სამოსი ზაფხულში აქტუალური იყო დღის მონაკვეთშიც კი…Glittery, Shiny, კვლავ იდეალურია, საღამოს წვეულებებზე – განსაკუთრებულად რომ გამოიყურებოდეთ. Elle Saab, Jenny Packham, Prabal Gurung,  Prada, Moschino, Calvin Klein, Balmain, Giorgio Armani, Dolche & Gabbana, Gucci, იმ დიზაინერთა მოკლე ნუსხაა, ვინც ჩათვალა რომ ცოტაოდენი  მბზინვარება არ აწყენდა ცივ სეზონებს.

#9 პრინტი (Prints)

პრინტი შემოდგომა – ზამთრის სეზონზე დიდ როლს თამაშობს, ყურადღება დიდი ზომის, გაბედულ და ერთი შეხედვით მიუღებელ პრინტებს ექცევა. Proenza Schouler  და Etro განსაკუთრებით მოეკიდნენ ამ საკითხს. Betsey Johnson, L.A.M.B., Tory Burch შოტლანდურა სხვადასხვა ფერში, ეგზოტიკური და ერთად შერეული –  Anna Sui, Jill Stuart,  კოპლები მთელ სხეულზე – Marc Jacobs, Diane von Furstenberg, David Koma და სხვა. პრინტების თემას არაერთხელ დავუბრუნდები, რადგან საკმაოდ ბევრია სალაპარაკო.

 

#10 ლეოპარდი და პითონი (Leopard VS Python)

ცალკე აღნიშვნის ღირსია ლეოპარდის და პითონის პრინტი. აგერ უკვე მერემდენე სეზონია ბრგედ დგანან და მოდურობის ტიტულს არ თმობს, დიზაინერებიც – Angela Marani,Betsey Johnson, Dolche&Gabbana,Gucci, Emilio Pucci, Versache, Rebecca Minkoff, Rebecca Taylor -არ იწუხებენ თავს, რომ პრინტებს შეებრძოლონ. თუ ამ პრინტებიდან რომელიმეს ჩაცმას გეგმავთ არ გადაგითამაშდეთ, რადგან საკმაოდ რთულ საქმეს შეეჭიდებით – შეახამეთ სადა ერთფეროვან სამოსთან, თუმცა არც სხვადასხვა პრინტთან შეთავსება იქნება კატასტროფა თუ ამას გემოვნებით იზამთ, დიზაინერებმა პრინტები ერთმანეთსაც და სხვადასხვა სახის პრინტსაც შეუთავსეთ, ასე რომ არჩევანში თავისუფალნი ხართ.

 

 

 

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

11 Replies to “Fall-Winter 2011-12 (color)”

    1. მიხარია თუ გამოგადგება, გზადაგზა სხვა ტრენდებსაც დაგაწევ :)

  1. brinkka2011 says: Youre so right. Im there with you. Your blog is surely worth a read if anyone comes throughout it. Im lucky I did because now Ive acquired a whole new view of this. I didnt realise that this issue was so important and so universal. You absolutely put it in perspective for me.

  2. Ive been meaning to read this and just never obtained a chance. Its an issue that Im very interested in, I just started reading and Im glad I did. Youre a excellent blogger, 1 of the finest that Ive seen. This weblog undoubtedly has some information on topic that I just wasnt aware of. Thanks for bringing this stuff to light.
    xyxytodwhy.2011

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *