First days in UK

First days in UK

მთელი ერთი თვის განმავლობაში გაურკვევლობაში ვიყავი, წამოვიდოდი თუ არა, სანამ ჩემს პასპორტში ვიზა არ დავინახე არ მოვისვენე, ეს კი 5 იანვარს მოხდა და 7ში უკვე ლონდონში გადმოვფრინდი. მიზეზი კი River Island-ის ტრეინინგი გახდა.

ფრენა ნორმალური იყო, თუმცა 8 საათიანი ჯდომის შემდეგ მუხლები მტკიოდა :D. ჩამოვფრინდი Heathrow-ს აეროპორტში და აქ დაიწყო ჩემი წამება… მთელი დღე იქ ვიყავი, თან გზააბნეული და ვერსად გავდიოდი, ერთხელ ვცადე და ორი ნაბიჯის შემდეგ უკან შემოვბრუნდი, აეროპორტში მეორე გოგოს უნდა დავლოდებოდი, რომელიც ჩემთან ერთად სასტუმროში იქნებოდა. როგორც იქნა შევხვდით ერთმანეთს და ამის შემდეგ ტაქსმა გადაგვაგდო, კიდევ კარგი იქაური პერსონალი დაგვეხმარა და გამოგვიძახა სხვა ტაქსი, ჩვეულებრივ ტაქსზე უარი ვთქვით, რადგან აქ საოცრად ძვირი ჯდება…

სასტუმროში მოსულებს არაფრის თავი არ გვქონდა, მაგრამ მაინც გადავწყვიტეთ სუპერმარკეტში გავსულიყავით, აღმოჩნდა რომ Wycombe-ს ცენტრი ძალიან ახლოს ყოფილა.

აქვეა River Island და სხვადასხვა ბრენდის მაღაზიები. ვერც კი წარმოიდგენთ, თავს როგორ ვიკავებდი, რომ არაფერი მეყიდა, მაგრამ უამისოდაც არ იყო River Island-ში თმისსამაგრი ვიყიდე, რატომღაც მის შემხედვარე, Carry Bradshaw (Sex and the City) მახსენდება. Marks & Spenser-ის floppy ქუდი, კი ისეთი ფასდაკლებით იყო არ შეიძლებოდა გვერდით ჩავლა :)

დღეს კი ჩემი პირველი დღე იყო სწავლების, საკმაოდ თბილად მიგვიღეს და ბევრი საჭირო ინფორმაცია გაგვიზიარეს, საბედნიეროდ, ჩემმა მუშაობამ საქართველოში ფუჭად არ ჩაიარა და შეიძლება ითქვას ჯერ-ჯერობით ახალი არაფერი მინახავს…

სამწუხაროდ, ძალიან ბევრის ნახვას ქალაქში ვერ ვასწრებ, მაგრამ იმედი მაქვს, მომავალში უფრო დატვირთული დღეები მექნება :)

 

 

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

9 Replies to “First days in UK”

  1. this is so cool!!!!!!!! Zaaan magaria Iraaaa :****** Gilocaaaaaaaaaaaaaaav <3 dzaan magar adgilas moxvdi da yvelaferi naxe sadac xei migicvdeba :D <3 umnica xar :* :* :* : *:*:*:*:* ya ochen za tebya rada :*

    1. ნატუსიკ, დიდი მადლობა…ჯერ-ჯერობთ უკმაყოფილო ვარ საკუთარი თავით, რომ ბევრის ნახვა ვერ მოვასწარი…ალბათ ყველაფერს შევძლებ.

    1. ეს გზაში მხვდება რივერისკენ რომ მივდივარ :))

  2. რა მაგარიაა :)))ველოდები მეტ ფოტოებს და ამბებს ნისლიანი ამბიონიდან :))))

  3. ირ,რა კარგია,როგორ მიხარია შენი წარმატებები <3
    ნიკონის,თვითმფრინავის და მოკლე მაისურის მშურს :))

  4. :* ძევაჩკი მადლობა <3 ყველანაირად ვეცდები საინტერესო ამბები გადამხდეს თავს :))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *