Personal After party

Personal After party

საოცარი კონკურსიდან “Ford Models” მოვხვდი ლიტერატურულ კაფეში, Book Corner, თარხნიშვილის 13 ბ, რომელიც თითქოს სახლშია განლაგებული და შეგრძნებაც ასეთივეა”ამ ბოლო დროს მომწონს ასეთ ბებრულ ადგილას ყოფნა” თქვა შოთიკომ. მართლაც ისეთი წყნარია და მყუდრო,რომ კაცისშვილი არაა. :) მაგრამ მეც მშვიდად ვგრძნობ თავს და მუსიკაც ისეთი საყვარელია.ვბერდები? მალე ერთი წელიც მომემატება, ეტყობა ოქროს დაბადების დღის სინდრომია :D ნამცხვარი მივირთვი გარგრის, ჩაი შავი, ღვეზელი კარტოფილის; სამივეს სახლში გაკეთებულის გემო ჰქონდა, მე მომეწონა.Wi-Fi!!! :D
მოგვიანებით ანუკა გვიერთდება, რომელსაც ახალი ბოტასები და ძალიან ლამაზი ფერის ქურთუკი აცვია.

20110508-104857.jpg

20110508-104939.jpg

20110508-104949.jpg

20110508-104958.jpg

20110508-105009.jpg

20110508-105016.jpg

20110508-105023.jpg

20110508-105033.jpg

20110508-105040.jpg
Book Corner-იდან გამოსულები კი ბევრი მსჯელობის შემდეგ “Pur Pur”-ში წამოვედით, სადაც უსაყვარლესი ინტერიერია, ისეთი რომ სულ ვაცეცებ თვალებს საინტერესო, ძველი ნივთების თვალიერებაში. სურვილი მიჩნდება, წინა საუკუნეებში გადავსახლდე და ფინჯან ჩაისთან ერთად სხვადასხვა თემაზე ვისაუბრო. ფინჯანიც აუცილებლად ძველებური უნდა იყოს… მაგრამ არა, არა, ოცნება მაშინ წყდება, როდესაც დაგიბღვერენ და ცარიელ საშაქრეს მოგიტანენ… ფინჯანი ისეთი ფორმისაა როგორიც მინდოდა, სამწუხაროდ თანამედროვეობა ეტყობა. ჩაი კი სულაც არ ჰგავს ჩაის რომელსაც ელი, საერთოდ ჩაის არ ჰგავს, გარდა ფერისა.Wi-Fi ან მეზობლისაა, ანსაშინლად მუშაობს.მაგრამ ინტერიერი მაინც ჩემს ერთ-ერთ საყვარელ ინტერიერად რჩება.

20110509-032547.jpg

20110509-032559.jpg

20110509-032606.jpg

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

One Reply to “Personal After party”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *