From Photography To Music

მთელი კვირა კულტურული აქტივობებით დატვირთული იყო და ყველაფრის მოსაყოლად ბლოგამდე მოვედი.

logo

27 მაისს თბილისის ფოტო ფესტივალი დაიწყო, რომელიც უკვე მესამედ ტარდება და ყოველ წელს მოუთმენლად ველი. ამჯერად ფესტივალი ბევრად უფრო დატვირთული იყო გამოფენებით თუ სხვადასხვა შეხვედრებით ფოტოგრაფებთან – როგორიცაა მაგნუმ ფოტოს წარმომადგენელი თომას დვორჟაკი, რობ ჰონსტრასთან (ფოტოგრაფი) ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო Sochi Project-ზე, ისაუბრა არა მარტო პროექტის გადაღების პროცესზე, არამედ შეეხო პროექტის კომერციულ მხარს, რაც წესით საინტერესო უნდა ყოფილიყო ადამიანებისთვის, ვინც ფოტგრაფიით – როგორც პროფესიით არის დაინტერესებული.IMG_5483

IMG_5482

IMG_5472

IMG_5471

IMG_5470

IMG_5469

IMG_5454

IMG_5458

არც გოგოებთან შეხვედრა გამომიტოვებია, თათასთან სასიამოვნო საღამო ჭიქა ღვინის თანხლებით.

IMG_5477

IMG_5478

Rob Hornstra – Sochi Project

Antoine d’Agata

შაბათი  მთლიანად გამოფენებს მივუძღვენი,  საათი არ გასულა ახალ ღონისძიებაზე რომ არ ვყოფილიყავი. აქედან, ძალიან საინტერესო, ანა ჩუბინიძის გამოფენა “ილუსტრაციები”, სადაც  საოცრად ლამაზი ნამუშევრები იყო სხვადასხვა ზღაპრის მიხედვით. ანა საბავშვო წიგნების ილუსტრაციებმა გაიტაცა და ვფიქრობ ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ილუსტრატორი გახდა ჩემთვისაც, რადგან ნახატები საოცრად დადებითი, თბილი და საყვარელი იყო. განსაკუთრებული სიმპატია, პატარა ედგარმა დაიმსახურა.

IMG_5494

IMG_5496

IMG_5534

ედგარი :)

IMG_5497

სად ვიყავი და  სად არა,  მუსიკალური ღონისძიებებიც მოვასწარი Act Cafe – Ash და Cafe Linvile – შენგელია, Natashe-ს შოურუმი ახალი კოლექციით, Catch the cloud-ის გაფორმებით – ჭავჭავაძის 5. ყოფილ კაფე პურპურში კი Antoine d’Agatas (ასევე Magnum Photo-ს წარმომადგენელი) ფოტოგამოფენაზე.

IMG_5501

IMG_5500

IMG_5499

IMG_5498

IMG_5538

IMG_5589

21:30-დან კი ფოტოგრაფიის ღამე დაიწყო, სადაც, ძველი თბილისის ქუჩებში 10 ეკრანზე, ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ფოტოგრაფების ნამუშევრების სლაიდშოუები იყო. ცოტა სიცივეს რომ არ შევეწუხებინეთ გოგოები, კიდევ უკეთესი იქნებოდა :))

IMG_5532

IMG_5529

IMG_5526

ხვალ კი, 5 ივნისს Tbilisi Open Air იწყება და ცნობისმოყვარეობა მკლავს როგორ ჩაივლის ყველაფერი, მზადება დასრულებულია და მხოლოდ დინამო არენას კარის გაღება დარჩა.

Tbilisi+Open+Air+2013+lineup

 

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *