GEM-ming

GEM-ming

DSC_0539 წუწუნი, შფოთვა, სინანული – რატომ არ ვიყიდე ბილეთი ადრე სამსახურისგან დაღლილობა, რუტინისგან გადაღლილობა – ყველაფერი გაქრა როდესაც ხელთ GEM fest-ის “საგზური” აღმომაჩნდა (ერრ… აქ აღარ განვავრცობ ნერვიულობის მეორე ეტაპის რა წავიღო/რა ჩავიცვა/როგორ წავიღო) ამბავს. ვარსკვლავები ჩემდა სასიკეთოდ განლაგდნენ – ბილეთი საჩუქრად, კარავი დავარეგისტრირე, ზურგჩანთა გამზადებული და ტრანსპორტიც აღმოცენებული.

DSC_0939 2დარწმუნებული ვარ საკუთარ თავს გადაგხდა ბევრი საინტერესო ან მეგობრებისგან ბევრი ისტორია მოისმინე. ფოტოებითაც მიხვდები ჩემს გარშემო რა ხდებოდა, მაგრამ არ შემიძლია ჩემი ფესტივალზე ეულად გამგზავრების გამოცდილება არ გავაზიარო: ზოგადად მცნება ფესტივალი ასტროლოგიაში რომ არსებობდეს ჩემი სტიქია იქნებოდა (ალბათ) – ჩაცმულობა, მხიარულება, მუსიკა, ბევრი სხვადასხვაგვარი ადამიანი ერთად, ერთ სივრცეში ძალიან სასიამოვნოდ მოქმედებს ჩემს განწყობაზე.

დღე პირველი: ჩასვლისას აშკარად ვგრძნობდი გაუცხოვებას, მარტო უამრავ ადამიანს შორის, კარავი, გოგო… მარტო ყოფნა მიყვარს და ხანდახან საჭიროებაც კი მაქვს ამის, მაგრამ არასოდეს მიმოგზაურია, მილაშქრია, დამისვენია ეულად :)) ამიტომ ადაპტაციისთვის მთელი ერთი დღე დამჭირდა, სანამ გავითავისე მისი პრიორიტეტები და ჩემი სიტუაციით ვისიამოვნე: მივდიოდი სადაც მინდა, რამდენ ხანსაც მინდა, ვუსმენდი ვისაც მინდა, მივირთმევდი როგორც მინდა, მეძინა როდესაც მინდა – იოგა, ფოტოები, ზღვა, მზე, მუსიკა – მეტი არაფერი იყო საჭირო, არაფერი გარდა – საშხაპე და საპირფარეშოები რომ მეტად გამართული ყოფილიყო, ესეც არაფერი, მეორე დღესვე მივაგენი სპორტულ დარბაზს სადაც მეტად ცივილურად შხაპსაც ვივლებდი, ტელეფონსაც ვტენიდი და არც მეტი არც ნაკლები მაკიაჟსაც ვიკეთებდი. DSC_0644

მოკლედ ჩემი ვოიაჟი მშვიდობით დასრულდა და უკვე 2017 წლისთვის მზადება დავიწყე – წინ მთელი ერთი წელია, არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ კარგი რომ მოხდება ამაში ეჭვის შეტანაც არ მსურს.

მეტი ფოტოს სანახავად დააწკაპე ^^

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *