Georgian Fashion Week, Opening. S/S 2012

Georgian Fashion Week, Opening. S/S 2012

უკვე ნათქვამი მაქვს, რომ ძალიან კარგია, რომ ისეთი ღონისძიებები ტარდება, როგორიცაა მოდის კვირეული?! არა?! მაშ, ეხლა ვამბობ. ვცდილობთ, რომ ჩვენი ქვეყანა კარგი მხრივ გავაცნოთ მსოფლიოს, ეროვნული საგანძური ვანახოთ…

საქართველოს მოდის კვირეულის გახსნა, ზუსტად მასეთი იყო, უხვად ღვინო, უხვად საკვები, ეროვნული მუზეუმი და ეროვნულ სამოსში გაშეშებული გოგო-ბიჭები, რომლებიც რამოდენიმე ხნის შემდეს მოძრაობას იწყებენ…სიმართლე გითხრათ დიდად ვერ გავიგე დადგმის შინაარსი და ბევრმა დანარჩენმა, მაგრამ იმედია უცხოელმა სტუმრებმა ისიამოვნეს, რომლებიც სამწუხაროდ არც თუ ისე ბევრი ჩამოსულა.

კიდევ ერხელ გამოვიყენებ სიტყვა სამწუხაროს და დავსძენ, რომ მოდის კვირეულის გახსნა მეტად გრანდიოზული წარმომედგინა, შიდა სამზარეულოში ალბათ არავინ ჩაგვახედებს, მაგრამ რაიმე განახლება და შეცოცხლება არ აწყენდა.

გული მწყდება, რომ ფოტოგრაფების რაოდენობის მიუხედავად, არაა ჯერ street style-ს კულტურა, ჩვენთან ექსკლუზივია მოდაში და თუ რომელიმე “სტუდიო”-ს არ მიეკუთვნები, ფოტოების გადაღების უფლება არ გაქვს ან “ბანძი ტიპი ხარ”, თუ ვინმე ამ პოსტს წაიკითხავს და ეცოდინება, არის თუ არა სხვა მოდის კვირეულებზე ასეთი ფენომენი, გთხოვთ გამომეხმაუროთ(ნებისმიერ დროს :D), მეც შევეცდები ეს თემა კარგად დავხვეწო და გამოვიძიო, რადგან, მგონია და ალბათ ბევრიც დამეთანხმება, ნებისმიერ მოდის კვირეულზე, ნებისმიერ დიზაინერს თუ ორგანიზატორს, სიამოვნებს, რომ მისი ჩვენება, სტუმრები, კოლექცია გაშუქებულ იქნება და გოდფრი დინაიც ამაზე საუბრობდა დღეს- “არ აქვს მნიშვნელობა ვინ წერს თქვენზე, 18 წლის ბლოგერი თუ Vogue, ყველა პატივსაცემია” და ზუსტად ესაა წარმატებული PR-ის საწინდარი და არა, “კონკრეტულ მესაკუთრეს, მიკუთვნებული “ივენთი””, რომელის შესახებაც ცნობადობა მხოლოდ მათ სამეგობრო წრეში იქნება და არა საჯარო.

ეროვნულ მუზეუმში, მოვასწარი გავსაუბრებოდი რუსული ვოგის წარმომადგენლებს, ერთმანეთი კომპლიმენტით შევაქეთ, მე მის miu miu-ს ფეხსაცმელს “შევაკვდი” მან კი ჩემი კუბოკრული შარვალი მოიწონა, რაც ძალიან მესიამოვნა :))

წვეულებიდან-წვეულებაზეო და თავი Two Side-ში ამოვყავით, თავიდან ცოტა მოსაწყენი გარემო თითქოს და ნოდიკო ტატიშვილმა გამოაცოცხლა, მაგრამ, ალბათ იმის ბრალია, რომ ჩვენ სასმელის გარეშე გართობა არ ვიცით და ცეკვის სეზონი, ისევ სტუმარმა გოდფრიმ გახსნა, მე კიიქაურობა დავტოვე და მეტად თბილ. თემოს გარემოში გადავინაცვლე, სადაც ათასი მხრიდან განვიხილე მოდის კვირეულის გახსნა.

საუკეთესო სურვილებით ვასრულებ პოსტს, რადგან ნამდვილად გულშემატკივარი ვარ იმისა თუ რა ხდბა ჩვენს გარშემო და მნდა საუკეთესო ხდებოდეს, ჩემი გადაჭარბებული მოლოდინის გამოა ალბათ ყველაფერს რომ ნაკლებად აღვიქვავ, თუ ეს რეალობაა?! :))

შეგეხმიანებით სიახლეებთ, ქვემოთ კი ზემონახსენები გახსნიშ შესახებ ფოტოები და ჩემი შარვალი+ფეხსაცმელი, რომელიც აქამდე არ გინახავთ, იმედია მოიწონებთ :) xoxo Fefe :))

[flickrset id=”72157627888390198″ thumbnail=”medium” photos=”” overlay=”true” size=”medium”]

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

11 Replies to “Georgian Fashion Week, Opening. S/S 2012”

  1. შენ და თაა რა საყვარლები ხართ..
    კუბოკრული შარვალი ხომ საერთოდ..
    მმ..

  2. მადლობა ნია და ირი

    ის სურათი მომეწონა სადაც ჩემი ახალი ჩექმა ჩანს :)

  3. არა ნამდვილად “ქართული ფენომენი” დაფიქსირდა ფოტოგრაფებთან დაკავშირებით!
    საერთოდ სად გაშუქდა ამ GFW-ს ფოტოები ლინკები თუ იცით?…

    ძალიან მომეწონა თქვენი ჩაცმულობა ♥

    1. მარი,

      არ ვიცი, ალბათ სამეგობრო წრეში მეგობრებმა გაუზიარეს ერთმანეთს, ვერ გეტყვი, ან ერთ წელიწადში გამოქვეყნდება ეგ ფოტოებ :D

  4. მშვენიერი პოსტია.. გამახარებთ თუ ჩემ ფოტოს კარგი ხარისხით მაილზე გამომიგზავნით:) პატივისცემით ირმა შარიქაძე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *