GFW. Godfrey Deeny Workshop

GFW. Godfrey Deeny Workshop

დღეს 13 ოქტომბერია, და სანამ საქართველოს მოდის კვირეულის გახსნის ცერემონიალი დაიწყება წუთებია დარჩენილი, ამიტომ სწაფად მიმოვიხილავ გოდფრი დინის ვორქშოფს,რომელიც დღეს ეროვნულ მუზეუმში ჩატარდა.

Godfrey Deeny მოწინავე რიგის მოდის კრიტიკოსი, ვინც აკვირდება იღებს მსოფლიოს უდიდესი ბრენდების ჩვენებებს და მოდის კვირეულებს, როგორიცაა Milan, Paris და New York Fashion Weeks; და ვისი აზრიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.

ამ შემთხვევაში ჩემდა საბედნიეროდ, გოდფრიმ გვიან დაიწყო,თითქმის ერთი საათით, მაგრამ სალონიდან თმით გამოვარდნილმა ბეწვზე მივუსწარი :) ამიტომ მადლობ, ტრადიციულ ქართულ არაპუნქტუალურობას :)) თმა შედარებით მუქია, ვიდრე მინდოდა, თუმცა ცუდი არაა, ცოტა ხანი ასეთი ფერით “ვითამაშებ” :))

ეხლა კი ვორქშოფი, თუ მასტერკლასი, თუ უბრალოდ გოდფრის საუბრის შესახებ. ვორქშოფს არც თუ ისე ბევრი ადამიანი ესწრებოდა, ზოგმა კი საინტერესო ვერაფერი ნახა მის საუბარში(სამწუხაროდ) და დროზე ადრე წავიდა, ასე რომ საუბარმა წყნარ გარემოში ჩაიარა, საკმაოდ უშუალო ადამიანია გოდფრი, ცოტა თავისი მოსაწვევებითაც წაგვეტრაბახა, – სხვადასხვა წამყვანი მოდის სახლების ჩვენებებიდან, როგორიცაა: შანელი, ბერბერი, დიორი და ა.შ (ვისურვებდი, ამ მოსაწვევებზე ჩემი სახელიც ვიხილო :D)

გოდფრის თემები ჩემთვის ზედგამოჭრილი აღმოჩნდა, რადგან შეეხო PR. სფეროს (PR.სკოლაში ვსწავლობდი და საინტერესოა), ფოტოგრაფიას (მხატვრული ფოტოგრაფიის ფაკულტეტი დავამთავრე და მით უმეტეს საინტერესოა), ასევე, ისაუბრა იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცეს დიზაინერი ჩვენებამდე, ჩვენებისას და მას შემდეგ.(უფრო კარგად დამეხმარება, დიზაინერის და მისი კოლექციის შეფასებაში), ჩემს კითხვაზე, თუ როგორ უნდა შეფასდეს, მისი აზრით, მოდის ჩვენება, საკმაოდ საინტერესო და სასარგებლო პასუხი გამცა (მაქვს ბლოგი, ვწერ ჩაცმულობაზე და ურიგო არ იქნებოდა მისი აზრი) – მისი პასუხის შინაარსი ასეთი იყო: “პირველ რიგში ვაფასებ გარემოს, თუ რას გვახვედრებს დიზაინერი, შემდეგ მის კოლექციას, რამდენად იცნობს ადამიანის აღნაგობას, როგორ დრაპირებას უკეთებს, როგორი შინაარსისაა – სექსუალური, გოთური, ნაზი, რმანტიული… რამდენად გადმოსცემს დიზაინერი თავის ხელწერას და წარმოსახვაში წავიდა თუ არა იგი სხვა სამყაროშო. ამის შემდეგ კი, როგორ მოარგო მან სამოსი ოდელს და სად წავიდოდი მასთან ერთად, სამსახურში, რესტორანში შამპანურის დასალებად თუ კლუბში”

ეს ფოტოები ჩემგან სანამ გავიქცეოდე გახსნაზე, xoxo Fefe

[flickr id=”6240474225″ thumbnail=”medium” overlay=”true” size=”medium” group=”” align=”none”]

[flickr id=”6240471771″ thumbnail=”medium” overlay=”true” size=”medium” group=”” align=”none”]

[flickr id=”6240988430″ thumbnail=”medium” overlay=”true” size=”medium” group=”” align=”none”]

[flickr id=”6240472407″ thumbnail=”medium” overlay=”true” size=”medium” group=”” align=”none”]

[flickr id=”6240989322″ thumbnail=”medium” overlay=”true” size=”medium” group=”” align=”none”]

[flickr id=”6240474675″ thumbnail=”medium” overlay=”true” size=”medium” group=”” align=”none”]

[flickr id=”6240473935″ thumbnail=”medium” overlay=”true” size=”medium” group=”” align=”none”]

[flickr id=”6240473567″ thumbnail=”medium” overlay=”true” size=”medium” group=”” align=”none”]

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

4 Replies to “GFW. Godfrey Deeny Workshop”

    1. ნია

      თათას დახმარებით მოვხვდი, როგორი დიდი მადლობელი ვარ არ იცი, რადგან ძალიან ვემზადებოდი და ერთი თვით ადრე მქონდა “აუთფიტები” მზად :) აუცილებლად დაწვრილებით მოვყვები ყველაფერზე :*

  1. აი ხედავ, ძალიან გულით რომ გინდოდა
    იმიტომ მომივიდა მე ეგრევე თავში პირველად შენი სახელი

    იმპულსურად გადმომეცი შენი დიდი სურვილი :)

    მიხარია რომ დაგეხმარე – თუნდაც ასე უმნიშვნელოდ

  2. I loved as much as you will receive carried out right here. The sketch is tasteful, your authored material stylish. nonetheless, you command get bought an shakiness over that you wish be delivering the following. unwell unquestionably come more formerly again as exactly the same nearly very often inside case you shield this increase.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *