Godauri Wonderland

Godauri Wonderland

რამდენჯერ დამტკბარხარ მზის ჩასვლის დიდებულებით? ჩემთვის მზე უწყვეტი ენერგიის წყაროა, რომელიც ყოველ გამოჩენაზე აღმაფრთოვანებს და სიცოცხლით მავსებს, მისი წყალობით მიბრწყინავს თვალები და აღვიქვავ სამყაროს სილამაზეს.

რამდენჯერ შეგყვარებია შენი სამყარო? თუ იხედები ყოველ დღე ცაში და ღრუბლებზე გამოსახულ ფიგურებს ითვლი?

ჩვენს ცხვირჩარგულ ცხოვრებისეულ რუტინაში ეს არც ისე ხშირად ხდება ხოლმე, მაგრამ, თუ ხდება დაუვიწყარია.

ასეთივე დაუვიწყარი იყო სპონტანური მოგზაურობა გიდაურში, ერთი შეხედვით თითქოს არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ როდესაც გვერდით გამზიარებელი გყავს ამას ერთი-ორად მეტად განიცდი.

მზის ჩასვლა, თოვლით მოელვარე მთებში, მთებში რომლებიც მთელი ცხოვრება გარს გაკრავს და სილამაზეს არ კარგავს, ისეთ აღფრთოვანებას იწვევს როგორც არაფერი სხვა. ამ დროს უნდა შეჩერდე და დატკბე.

მე მიყვარს ჩემი სამყარო, ის ლამაზია და საოცრი, კეთილი ადამიანებით, ღიმილით, მოგზაურობით და თავგადასავლებით სავსე.

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *