Halloween

Halloween

Halloween-ის ტრადიციების ფესვებს ირლანდიისა და შოტლანდიისაკენ მივყავართ, რისი ისტორიაც თანამედროვე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ საფრანგეთის ტერიტორიაზე დაიწყო. აღინიშნება 31 დეკემბერს. ტრადიციულად ინგლისურენოვან ქვეყნებში აღინიშნება, ირლანდიელი ემიგრანტების დიდი ნაკადის წყალობით, ამერიკაში ჰელოუინის აღნიშვნა 1846 წლიდან დაიწყეს. აქვე, გეი კოლექტივების მეშვეობით იცვალა სახე, რომლებიც ამ დღეს კოსტუმირებული მსვლელობებით აღნიშნავდნენ. დროთა განმავლობაში კი დღესასწაულმა ოჯახებშიც გადაინაცვლა.

XX საუკუნის მიწურულს, შედარებით პოპულარული და “მოდური” გახდა, ამიტომ სხვადასხვა ქვეყნებშიც მოიკიდა ფეხი.

ჰელოუინს მეტად მდიდარი ატრიბუტიკა აქვთ, თუ არ ჩავთვლით კოსტუმებს,  ტრადიციულ და მთავარ სიმბოლოდ ჯეკის მანათობლები (გოგრა სახით) ითვლება, ასევე კატა, ღამურა, მოჩვენება, სანთლები… მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. სახიან გოგრას, სახელად ჯეკს კი თავისი ლეგენდა აქვს, თითქოს, ყოფილა ფერმერი ჯეკი, აზარტული თამაშებისა და სასმელის მოყვარული, რომელმაც, ლეგენდის თანახმად, სიცოცხლეშივე ორჯერ გაუცურებია ეშმაკი, თავისი ცუდი ყოფის გამო ვერც სამოთხეში მოხვდა და არც ეშმაკს უსურვებია ჯოჯოხეთში “წაყვანა”. ამიტომ, მას შემდეგ ჯეკი, გაღვივებული ნაკვერჩლით განათებული გოგრის თავით დაიარება.

უამრავი კერძი და სასმელია ამ დღისათვის მოფიქრებული. ფერები: ნარინჯისფერი, იისფერი, ყვითელი, შავი-თეთრი კომბინაციით, წითელი და მუქი მწვანე. ასევე არსებობს სხვადასხვა თამაშები და კონკურსები. მოკლედ, დღეა, როდესაც მიზეზი აქვთ ადამიანებს რომ გაერთონ :))

მე კი Halloween-ს მეგობრებთან ერთად შევხვდი, დროდადრო ვპოულობთ მიზეზს რომ ერთად შევიკრიბოთ, ახალ წელს, 2იანვარს ვხვდებით, რომ ერთმანეთს “დავებედოთ”, დრეს კოდს ვადგენთ, მაგალითად, 8მარტს ყვავილებიანი წვეულება მოვაწყეთ, სადაც სტუმარი ყვავილის, თუნდაც აქსესუარის გარეშე არ უნდა მოსულიყო და ა.შ.

საერთო ჯამში ჰელოუინის წვეულებაც სასიამოვნო  გამოვიდა, თვეზე მეტი ვემზადებოდით ამ დღისათვის: გოგრა ჯეკის, კერძების, ჩაცმულობის და ოთახის მორთულობის ჩათვლით, რომ არ გამოსულიყო საწყენი იქნებოდა.

კოსტუმებში გამოვეწყეთ და აღმოვაჩინეთ, რომ უმეტესობას კეთილი გმირი აურჩევია…

სხვადასხვა გასართობი თამაშები მოვაწყვეთ და დედებმა შვილებზე მეტად იხალისეს , იმდენად, რომ  ზოგჯერ ბავშვები არც არავის ახსოვდა. :D

მოკლედ,ჩვენც კმაყოფილნი ვიყავით და ჩვენი სტუმრებიც :)

ჩემი თავსაბურავიც დასრულებული შეგიძლლიათ იხილოთ, რომელზეც ვყვებოდი ამ პოსტში :) ვფიქრობ კარგი გამომივიდა… ხომ?!

ეს კი ფოტოები უშუალოდ წვეულებიდან :)

[flickrset id=”72157627929258629″ thumbnail=”medium” photos=”” overlay=”true” size=”medium”]

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *