Happy Birthday Ice Cream

Happy Birthday Ice Cream

ვინც დღეს Google.com-ზე შევიდა, აუცილებლად ნახავდა პირველ გვერდზე გემრიელად დახატულ ნაყინს…უგემრიელეს ნაყინს…ბმულზე გაყოლისას აღმოვაჩინე, რომ დღეს Sundae ნაყინის დღეობა ყოფილა…

ზუსტად ამ დღეს, ანუ 3 აპრილს 1892 წელს, კვირა დღეს გამოიგონეს ეს ნაყინი…ჩვეულებისამებრ სანაყინეში მასზე სიროფი ასხია და დაბოლოებულია: ათქვეფილი კრემით, კენკრით,თხილით და ათასი სიგემრიელით :D

რაც შეეხება საერთოდ ნაყინს, და ჩვენთან არსებულ სიტუაციას ჩემი საყვარელი ნაყინი “Luca Polare”-ში აღმოვაჩინე -ნუშის, თუმცა სხვადასხვა დაწესებულებაში ჩემი საყვარელი ნაყინი მაქვს. Mcdonald’s-კარამელი, Entree- ალუბლის, კიდევ ახალი სანაყინე აღმოვაჩინე რომლის ნაყინიც სამწუხაროდ ჯერ არ გამისინჯავს, როგორც ვიცი ესპანური სანაყინეა…მაგრამ ამას ასე არ დავტოვებ და ახლო მომავალში დავლაშქრავ :D

მე კი ჩემის მხრივ ნაყინის დაბადების დღე “Segafredo”-ში აღვნიშნე, კარამელის ნაყინით, რომელსაც უგერიელესი ნუში ამშვენებდა… :)

20110403-100828.jpg

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *