Have a look at fall 2012 trends

Have a look at fall 2012 trends

მსოფლიო მოდის კვირეულებმა ჩაიარა და გამოჩნდა ტენდენციის მაუწყებელი ბლოგები, რომლებიც ზოგად მოხაზულობას გვაძლევენ, თუ რა შეიძლება ვატაროთ 2012 წლის შემოდგომაზე.

ერთ-ერთი ტრენდი, რომანტიულ და იდუმალ კაბებს ერგოთ წილად, რომანტიულობას აბრეშუმის ან  ატლასის ქსოვილი შესძენს იდუმალებას კი დახურილი ყელით.

ზედა, შარვალი, ქვედაბოლო, ქურთუკი, ნებისმიერი რაც აზრად მოგივათ, შეგიძლიათ წითელ ფერში წარმოადგინოთ. სანამ ყველაზე გაბედულები თავიდან ფეხებამდე წითელ ფერში შემოსვას დაიწყებენ, სისადავის მოყვარულებს შეუძლიათ ეს ფერი სხვა მეტად ნეტრალურ შეზავებაში სცადონ.

შავ-თეთრის კონტრასტი არა მარტო მომავალი ზაფხულის ტრენდია, იგი ფეხს საკმაოდ მყარად იკიდებს და მკაცრ სეზონზე, მკაცრ იერს მიიღებს, კლასიკური პიჯაკები და შარვლები კონტრასტულად შეხამებული მხოლოდ შავსა და თეთრ ფერში.

ბორდოსფერი, მაგრამ არ შეგეშალოთ 2011 წლის შემოდგომის ბორდოსფერ ტრენდში. ამჯერად ბორდოსფერი საწვიმარები იბობოქრებენ, ლაქის ზედაპირით. თუ მათ დათბილულს აღმოაჩენთ, სამ კურდღელს დაიჭერთ, წვიმაში მშრალი დარჩებით, თბილად იქნებით და ტენდენციური!! :)

დიზაინერებმა, შემოდგომის სეზონზე სიცივისათვის არ გაგვიმეტეს და თბილი ნაქსოვი სვიტრები შემოგვთავაზეს, სხვადასხვა პრინტის და სილუეტის საშუაებით, ნამდვილად შევძლებთ შევარჩიოთ ის სასურველი, რომელშიც მყუდროდ და თბილად ვიგრძნობთ თავს.

საყელო, ეს ტენდენცია ძალიან მახარებს, მართალია, miu-miu -ს და სხვა ბრენდებს მანამდეც ჰქონდათ და ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ, მე ერთი უკვე შევიძინე River Island-ის, ვერცხლიფერში, მაგრამ შემოდგომაზე მათი ასორტიმენტი უფრო იზრდება, მთავარია ჩვენს ხასიათს მოვურგოთ.

თეთრი კაბები აღარ ეკუთვნის მხოლოდ ზაფხუს, თუ წელზე შავ ქამარს შემოვირტყამთ.

70-იანი წლებით შთაგონებული ფარფლიანი ქუდები თექის ან შალისაგან, სხვადასხვა ფერთა გამაში.

ზაფხულის ფერადი და ყვავილოვანი პრინტები შემოდგომაზე ფერს იცვლიან და შავ-თეთრ პრინტებად გვევლინებიან.

60-იანი წლების ბოლო პერიოდის გავლენა იგრძნობა ბოჰემურ პრინტიან კაბებში. მათი ტარება დამოუკიდებლად ან ტყავის მოტოციკლის სტილის ქურთუკებთან ერთად შეგვიძლია.

რუხი ფერი შემოდგომის გარდერობის თანამგზავრად შეიძლება ჩაითვალოს. 2012 წლის შემოდგომაზე ის ღია ფერის იქნება და მის ნეიტრალურობას და სისადავეს დრაპირება, ბზინვარება და სიმსუბუქე გაამდიდრებს.

მიტოვებული პლედი (შოტლანდურა) განსაკუთრებით კი შავ-წითელ კომბინაციაში, მომავალ შემოდგომის სეზონზე კვლავ მოიკრებს ძალას, ისღა დაგვრჩენია მოთმინებით დაველოდით ამ სეზონს, მანამდე კი ცხელი ზაფხული მოდის :))

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

3 Replies to “Have a look at fall 2012 trends”

  1. მშრალი, თბილი და ტენდენციური… :))))) ალბათ ჩემზე უკეთ იცით სიტყვა ტენდენციურის არსი, თუმცა მინდა შევახსენო პოსტის ავტორს, რომ მოდის ბიზნესში სიტყვა ტენდენციააა მხოლოდ ერთგვარი მიმარ)თულების მანიშნებლად გამოყენებული, მაგრამ არასდროს გამიგია სიტყვა მოდური ჩაენაცვლებინოს ტენდენციურს :) და თუ მოიხმარენ ასეთ სიტყვას, მგონია რომ არასწორია.

    1. კატო, მადლობ რჩევისთვის, თუმცა ყველა ადამიანები ვართ, მათ შორის ბლოგის ავტირიც და უშეცდომო ვერ ვიქნები, ვცდილობ ყველაფერი სწორ კონტექსტში იყოს გამოყენებული, იმედია შინაარსი გაიგე და არასწორად გამოყენებულმა სიტყვამ არსი არ დაკარგა :)) სამომავლოდ კიდევ უფრო დახვეწილი პოსტებს დავახვედრებ მკითხველს :)))))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *