Herve Leger

ალბათ ბევრს შეგიმჩნევიათ, წითელ ხალიჩაზე თავმომწონე და საკუთარ თავში დარწმუნებული ვარსკვლავები, რომელთაც კაბა აცვიათ, კაბა რომელშიც, სრული უფლება აქვთ ასე გრძნობდნენ თავს.  იგი, Herve Leger-ს ეკუთვნის.

Herve Leger  დაარსებულ იქნა 1985 წელს, მას შემდეგ რაც ლიჟეს გვარის ტარების უფლება დაკარგა,  დღევანდელი დღით ცნობილ  Hervé L. Leroux-ის მიერ.

ლერუ პირველ ადამიანად ითვლება, ვინც შექმნა  “body-con (body-conscious)” კაბა, ისეთი მასალისაგან, რომელიც ტანზე ერგება და მის კორექტირებას ახდენს. ამიტომ მის კაბაში უამრავი ვარსკვლევი იწონებს თავს მიმზიდველი სხეულით.

1998 წლის სექტემბერში, Herve Leger ჯგუფი Seagram -იდან, შეძენილ იქნა BCBG Max Azria-ს ჯგუფის მიერ. ეს ისტორიაში პირველი შენაძენი იყო ამერიკის დიზაინერის მიერ- ფრენგული  couturier-ის.  Ohana & Co, საინვესტიციო ფირმამ კი  Seagram-ის გაყიდვა ურჩია.

2007 წლის აპრილში, Max Azria-მ განაახლა Herve Leger-ის ბრენდი, დიზაინის საკუთარი მიმართულებით ზაფხულის კოლექციით, რომელიც შემდგომში წარდგენილ იქნა რჩეულ სავაჭრო ცენტრებსა და სპეციალიზირებულ ბუტიკებში. ამავე წლის აგვისტოში, Herve Leger-ის  ბუტიკი გაიხსნა როდეო დრავიზე- ბევერლი ჰილზში. 2008 წლის თებერვალში,
Max Azria-მ წარმოადგინა კოლექცია, Herve Leger – Max Azria-საგან Bryant პარკში – შემოდგომა 2008 ნიუ იორკის მოდის კვირეულზე.

 

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone
This entry was posted in Fashion Trends, History and tagged , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *