Home Alone

Home Alone

რა არის სახლში მარტო დარჩენისას თავის შექცევის საუკეთესი საშუალება? წიგნის კითხვა, ინტერნეტში სერფინგი, ექსპერიმენტული სადილის მომზადება, მეგობრების მიღება… რაც ახალ სახლში გადავედი და მომავალში ამ თემაზეც მინდა ბლოგპოსტ სერია წამოვიწყო, ვფიქრობ მათთვის საინტერესო უნდა იყოს, ვინც პირველად იცვლის საცხოვრებელს – რა არის გასათვალისწინებელი და მოსალოდნელი აქედან. თუმცა მანამდე ჩემს პოსტს დავუბრუნდე – ჩვენს დროში ყველას უყვარს… უმეტესობას! – ფოტოების გადაღება და ვინ იცის საუკეთესო რაკურსები იმაზე უკეთ ვიდრე ჩვენ თვითონვე. ამისვის სულაც არაა სტუდია დავიქირავოთ, ან ზეპროფესიონალური ხელსაწყოები შევიძინოთ, საკმარისია მხოლოდ ოთახში შემომავალი ბუნებრივი  სინათლის დიდი ნაკადი, ცარიელი კედელი – ამ შემთხვევაში მათავარია კადრს მიღმა არაფერი გამოჩნდეს, თუ რა თქმა უნდა გამიზნულად არ გვინდა, რომ ნივთი დეკორაციად გამოვიყენოთ და ფოტოს თემა მივცეთ. ჩემს შემთხვევაში მხოლოდ რუხი კედელლია :) და ბოლოს გადაღებისთვის აუცილებელი მოწყობილობა, ნებიმიერი გამოდგება – სარკული კამერიდან დაწყებული ტელეფონის ფოტოკამერით დასრულებული, ნებისმიერს ჩამოთვლილთაგან აქვს ტაიმერის ფუნქცია, რომელიც რაიმე მყარ ადგილას უნდა დაფიქსირდეს: მაგიდა, წინების  დასტა ა.შ. თუ სამფეხა (ფოტოკამერის სამაგრი) არ მოგვეპოვება და რაც მთავარია, სწორი სინათლის კუთხე არის ყველაზე მთავარი, სწორედ სინათლე ქმნის იმას რასაც ფოტოსურათი ჰქვია

have fun!

IMG_9084.JPG

IMG_9086.JPG

IMG_9085.JPG

DSC_0787

DSC_0798

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *