How Far Would You Go For Love

How Far Would You Go For Love

“რიდერში”, ახალი ბლოგპოსტების მორიგი თვალიერებისას, “The Telegraph Fashion”-ზე წავაწყდი ვიდეორგოლს, რომელმაც სასიამოვნოდ აღმაფრთოვანა და რომელიც მინდა თქვენც გაგიზიაროთ.

ვიდეო სახელწოდებით “Painted Love”,  მხატვრისა და მუზის სიყვარულის ისტორიას გვითხრობს, როდესაც საკუთარ ნახატზე შეყვარებული მხატვარი, კარგავს რეალობის შეგრძნებას და არარეალურ მუზას იყვარებს. ვიდეორგოლს თან სდევს, ფრანგული ბენდის AIR-ის მეტად სასიამოვნო კომპოზიცია, თავად ვიდეო კი ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ საიუველირო ბრენდის Cartier-ის მიერაა დაფინანსებული. მხატვარსაც და მუზასაც “Cartier Love” სამაჯური ამშვენებს.

http://youtu.be/EUBhF4jfe1A

“მუზის იდეა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია”. “ყოველი ალბომის შექმნისას ჩვენ ვსაჭიროებთ სიყვარულის ისტორიას, როგორც მოტივაციას. ხელოვნების შექმნა ჰგავს დიდ მოთხოვნილებას იყო საყვარელი”. აცხადებენ ბენდის წევრები.

http://youtu.be/nEK1C5ERG-s

2007 წელს , Cartier-მ მოიწვია ხელოვნები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რათა გაეცათ კითხვაზე პასუხი”რამდენად შორს წახვალთ სიყვარულისათვის” (“How far would you go for love?”) და მისცა თავისუფლება, გამოხატონ შეხედულება საკუთარი ხელოვნებით. ამავე კითხვით, 2008 წელს, გამოუშვა  ექსკლუზიური ალბომი.

“Painted Love”, პროექტი სამ ნაწილად დაიყოფა, სადაც რეჟისორები და მუსიკოსები ითანამშრომლებენ, რომელიც 2012 წელს დასრულდება.

იმედია ისიამოვნებთ ვიდეორგოლით, მეორე ვიდეოც არ გამოგრჩეთ, საკმაოდ საინტერესო გადაღების პროცესია. მშვიდობიან საღამოს გისურვებთ :)


Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *