Ink-სპირაცია

Ink-სპირაცია

Tattooed-Fingersტატუ კულტურა საუკუნეებს ითვლის, თუმცა სვირინგით მოხატული ადამიანი მაინც არ გვტოვებს ემოციის გარეშე. ამ კულტურაზე ისტორიის მოყოლა შორს წამიყვანს, არც დიდი პროფესიონალი ვარ ამ საკითხში, უბრალოდ ჩემი ხუთგზის გამოცდილების გაზიარებას ვაპირებ, მათთვის ვინც პირველად იკეთებს ტატუს. ხშირად მისვამენ სხვადასხვა კითხვას და გადავწყვიტე ყველა საკითხი ერთ პოსტში მომეთავსებინა. ადრე თუ კონკრეტული გამოსახულება კონკრეტული შინაარსის მატარებელი იყო, ეხლა ეს ფაქტი აუცილებლობას აღარ წარმოადგენს, მთავარია იგი პიროვნებასთან, შინაგან ხასიათთან, ემოციებთან  და სურვილებთან ახლოს იყოს, ყოველ შემთხვევაში, მე ასე შევარჩიე ჩემი ხუთეული.

  1. დაფიქრდი რამდენად გინდა სვირინგის გაკეთება, ეს არც ახალი ყელსაბამია, რომელიც მოდიდან გადავა და არც ფეხსაცმელი, რომელსაც სეზონურად იცვლი, ის სხეულზე სამუდამოდ დარჩება და მუდამ უნდა გგვრიდეს კმაყოფილებას. ტატუს მოდის გამო, ცნობილი ვარსკვლავის ახალი მოხატულობის ან მეგობრის გადაწყვეტილების გამო ნუ გაიკეთებ, ბოლომდე გაითავისე. მე პატარა ასაკიდან მინდოდა სვირინგი, ვფიქრობდი, რომ ძალიან მოდური ვიქნებოდი, შემდეგ გადავიფიქრე, რამოდენიმე წლის შემდეგ სურვილი კვლავ შემომიბრუნდა და მაშინ უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ მზად ვარ მთელი ცხოვრება ვუყურო. ასე გაჩნდა ჩემი პირველი სვირინგიც. შემდეგ ერთი წელი შესვენება მქონდა.
  2. როდესაც ბოლომდე დარწმუნებული იქნები საკუთარ სურვილებში, გაანალიზე რამდენად ტკივილგამძლე ხარ, ფაქტის წინაშე დადგომისას მზად რომ იყო. პირადად ჩემთვის სვირინგის გაკეთების პროცესი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პროცედურაა, აჩქარებული გულით ველი და შევიგრძნობ ნახატის ყოველ კონტურს. უმტკივნეულო ნამდვილად არაა, უბრალოდ შედეგზე ვფიქრობ.                                                         first-time-where-tattoos-hurt-are-tattoos-painful-areas-bodyillusionsonline-com
  3. სვირინგის გასაკეთებლად ყველაზე კარგი პეროდი გაზაფხული და შემოდგომაა, როდესაც სამოსში ძალიან არ ხარ გახვეული და არც მზე გაჭერს. თუმცა დამოკიდებულია შერჩეულ ადგილზეც, შეიძლება ამ ფაქტორებმა საერთოდ არ შეგიშალოს ხელი, რაზეც კარგი იქნება თუ ტატუ არტისტს გაესაუბრები.scan0125j
  4. ზედმიწევნით მოიძიე ტატუ არტისტი, ჩვენს დროში უმეტესობას სოციალურ ქსელში გვედი აქვს გაკეთებული საკუთარი ნამუშევრებით და შეგიძლია სახლიდან გაუსვლელადაც გაესაუბრო. გაიკითხე მეგობრებში, შეამოწმე სისუფთავე და უსაფრთხოება. აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული ერთჯერადი ხელსაწყოები, ნემსი, საღებავის ჭურჭელი, ყველა ნივთი, რაც სვირინგის გაკეთებისას სხეულზე გეხება.One-Love-Tattoo-prague
  5. მოიძიე ტატუს დიზაინი, უამრავი ბლოგი და ონლაინ ჟურნალია შთაგონებისთვის ათასგვარი ტატუ მიმდინარეობაა: გეომეტრიული, ტრიბალური, წერტილოვანი (stippling), რეალისტური, იაპონური, ტრადიციული და უამრავი სხვა და მათი ნაზავი. ტატუ არტისტის უმეტესობა თავადაც ხატავს ესკიზებს, უნიკალური და ინდივიდუალური ტატუს სურვილის შემთხვევაში. ჩემი რჩევაა ნუ გაიკეთებ ცნობილი ადამიანის მსგავს ან იმპულსურად გადაწყვეტილ სვირინგს.february-cover-796x1024
  6. ტატუ არტისტის შერჩევის შემდეგ წინასწარ შეუთანხმდი ესკიზზე და მის დიზაინზე, ზომაზე, ფერთა გამაზე, გაკეთების ადგილზე და ფასზე, რადგან ეს უკანასკნელი ვარირებს ყველა ზემოჩამოთვლილის გათვალისწინებით, ნუ შეევაჭრებით ფასზე, ეს არაა ტილო რომელსაც გადახატავთ, თუ ტატუ არტისტი ნამდვილად პროფესიონალია თავისი საქმის (იხ. პუნქტი 4) შედეგისგან მიღებული ემოცია ფასს უნდა აჭარბებდეს. თუ საბოლოო გადაწყვეტილებას ვერ იღებ, ჰკითხე მას, მოისმინე რჩევები, რადგან ტატუ ხელოვანმა მეტი იცის, მაგალითად ცვეთადი ადგილების ან წონის ცვალებადობაზე დამოკიდებულ ფორმების შესახებ. გაითავისე 100%-ით, დარწმუნებულობაზე ალბათ ხშირად დავწერ, რადგან ეს არის უმთავრესი სვირინგის გაკეთებამდე, თუ ბოლომდე ბედნიერი არ იქნები საკუთარი სვირინგით, შესაძლოა მოშორების (რაც უფრო მტკივნეული და ძვირია) ან მისი გადაკეთების სურვილი გაგიჩნდეს, ეს კი ზედმეტი თავის ტკივილია.MetMK5RxiGw
  7. როდესაც უკვე ტატუ არტისტი მოძიებულია, სვირინგის  გაკეთების დღეს კარგად  ისადილე, მე ერთ-ერთი სესიის დროს შიმშილის გამო ცუდად გავხდი, ფერი დავკარგე და მეორე დღემდე გადაწევა გახდა საჭირო, მეორე დღეს კი პროცესის გაგრძელება შედარებით მტკივნეულია, თუ რა თქმა უნდა ნახატი ძალიან დიდი არაა და თავის თავად არ მოითხოვს რამოდენიმე სეანსს ნუ გაწყვეტ პროცედურას მხოლოდ იმის გამო, რომ ტკივილს ვერ უძლებ, დამიჯერე სხვა დროს ნაკლებად მტკივნეული არ იქნება. ნუ დალევ ალკოჰოლს ან ნუ მხვალ ნაბახუსევზე. ბევრი ტატუ არტისტი პაციენტს ფორთოხლის წვენს ურჩევს, ეს რჩევა სხვადასხვა საიტზე ბოდიალისას ვიპვე… და ზედმეტი იქნება იმის დამატება, რომ ტატუს გაკეთება ზედმიწევნით ინტიმური პროცესია და ჰიგიენური ნორმების დაცვა მხოლოდ ტატუ არტისტს არ მოეთხოვება.166ae2dce5643a1d80825439081c2be3
  8. სასურველია, რომ სეანსზე მარტო წახვიდე, ან საგულშემატკივროდ მხოლოდ ერთი ადამიანი წაიყვანო, რომ ტატუ არტისტმა შეძლოს თავის საქმეზე კონცენტრირება. შეინარჩუნე სიმშვიდე. ნერვიულობა მხოლოდ დაამახინჯებს მოგონებას რასაც “სვირინგის გაკეთება” ჰქვია. ეს ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო გამოცდილებაა.tattoopostcardronackers-1
  9. თუ წარწერას იკეთებ, წინასწარ შეამოწმე სპელინგი ან გადახედე ნახატის დეტალებს და ადგილმდებარეობას, კიდევ ერთხელ დარწმუნდი, რომ ეს სწორედ ისაა რაც გინდა, თუ კმაყოფილების და მოუთმენლობის გრძნობა გიპყრობს ე.ი. სწორ გზას ადგახარ. ენდე ტატუ არტისტს, რადგან ის ამ შემთხვევაში ერთადერთია, რომელიც შენს ბედს განსაზღვრავს.stay-still
  10. დაიცავი მოვლის წესები, პირველი რასაც ტატუ ხელოვანი გირჩევს მალამო იქნება, მე bepanthen + ვიყენებ, რომელიც არა მარტო სვირინგის მორჩენისას მადგება; მოერიდე წყლის ნაკატდს დიდი ხნით – როდესაც ხელზე გავიკეთე სვირინგი, რამოდენიმე დღე ხელგამოწეული ვიღებდი შხაპს. სანამ სვირინგი მოშუშდება ნუ დაგეგმავ ზღვაზე ან აუზში ბანაობას, მზის პირდაპირი სხივები, რუჯი მოშუშების შემდეგაც არაა სასურველი, გამოიყენე მზისგან დამცავი ლოსიონები. თუ სვირინგს კარგად მოუვლი, მკვეთრ ფერებს დიდი ხანი შეინარჩუნებს .2670692.9510867c.640
  11. სვირინგის მოშუშების პერიოდში, ტატუ ხელოვანთან იყავი კავშირზე, თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდა ან სვირინგი საჭიროებს დამატებით ელემენტებს, ნუ მოგერიდება, რომ ამის შესახებ შეატყობინო, რადგან თავის მხრივ პროფესონალი ტატუ ხელოვანი გრძნობს პასუხისმგებლობას ნახატის ხარისხში, მის პრიორიტეტია, რომ პროცესი კარგად წავიდეს და მეორეს მხრივ თავად უნდა იწონებდე თავს იმით რასაც საკუთარ სხეულზე ატარებ.tattooing
  12. იყავი მზად, რომ უამრავი ადამიანისგან (ნაცნობ-უცნობი) მოისმენ კითხვებს ან შენიშვნებს: “მტკივნეულია?”, “რას ნიშნავს?”, “რატომ გაიკეთე?”, რომ “მოგბეზრდება”, “მე ასეთები უფრო მომწონს ვიდრე ისეთები” ან “ისეთები უფრო მომწონს ვიდრე ასეთები”. – ჩემთვის პირადად პრობლემას არ წარმოადგენს საკუთარ სვირინგებზე საუბარი, თუმცა არიან ადამიანები ვისაც ასეთი კითხვები აღიზიანებთ, მაგ შემთხვევაში გახსოვდეს, რომ ყველას თავისი აზრი გააჩნია და თუ საკუთარ სვირინგთან სრულ ჰარმონიაში ხარ, ვერავინ შეძლებს შეგაცვლევინოს  წარმოდგენა მასზე.tumblr_n1j57titMF1sssafso1_500

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *