Inspiring Life

Inspiring Life

არც კი ვიცი, პოსტი როგორ დავიწყო, იმდენად შთაგონებული და…

ყველა ვცდილობთ კვალი დავტოვოთ ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ ყველასვე როდი გამოსდის … აჰჰ…

საქმე არც კვალის დატოვებაშია, დარჩე ისეთად როგორიც ხარ და თან იყო იმდენად კარგი, რომ სხვანაირად ყოფნა არც გჭირდებოდეს ძალიან რთული და ხშირ შემთხვევაში შეუძლებელიცაა.

13 წლს ასაკში, ტალია კასტელანომ ძალიან ბევრი ადამიანი შთააგონა, იგი 7 წლიდან სიმსივნეს ებრძოდა მაგრამ იმედს არ კარგავდა, უფრო სწორად, სხვებს არ აკარგვინებდა.

რომელი მხრიდან არის მისი ცხოვრება შთამაგონებელი და შთამბეჭდავი? იმით, რომ იგი 13 წლის ასაკში პროფესიონალი ვიზაჟისტი იყო, რომლის ვიდეო-ბლოგს უამრავი მნახველი ჰყავდა, თუ იმით, თუ როგორი დადებითი, სათნო და ყოვლად-ადამიანურად-ჩამოყალიბებული იყო, მისი დაუსრულებელი ქიმიოთერაპიების და მკურნალობის მიუხედავად, თანაც მის ასაკში.

მთელი ღამე ცრემლს ვერ ვიკავებ მისი ვიდეოების ყურებისას. იგი სიმსივნესთან 6 წლიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა, მაგრამ დატოვა უსაზღვრო ძალა სხვა ადამიანებში, სულ უცხო ადამიანებში, მათ შორის ჩემში.

2007 წელს ტალიას სიმსივნე დაუდგინეს, რომელიც განვითარდა და 2012 წელს პრე-ლეიკემიაში გადაიზარდა.

ამ დროის განმავლობაში ტალია კოსმეტიკით ექსპერიმენტებს ატარებდა, შემდეგ კი youtube-ს საშუალებით უზიარებდა მაყურებელს. ვიდეოებმა სულ მალე პოპულარობა მოიპოვეს, თმის გაცვენის შემდეგ მას “Professional make up Guru”-ც კი შეერქვა.

მისი ერთ-ერთი ოცნება, პოპულარულ ტელეწამყვანთან ელენ დეჯენერისთან შეხვედრა იყო, რომელიც შედგა და ტალია პოპულარული კოსმეტიკური ფირმის CoverGirl-ის სახეც გახდა.

კითხვაზე, როგორ ინარჩუნებს პოზიტივს, იგი პასუხობს: “იცურე, იცურე” (Just keep swimming, just keep swimming. Pixar-ის პოპულარული მულტფილმის Nemo-ს ფრაზა)

http://youtu.be/HHRzs_anIE4

 http://angelsfortalia.com

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *