ინტერიერის იდეები მანქანის ენთუზიასტებისთვის

ინტერიერის იდეები მანქანის ენთუზიასტებისთვის

Furniture-of-the-carsწინა პოსტის ტალღაზე დავრჩები და საავტომობილო თემას შევეხები, ამ პოსტს რომ წავაწყდი გავაანალიზე: თბილისში არ გვაქვს ავტოსერვისები, რომლებიც კარგი ინტერიერით დაიკვეხნიან, ინტერიერი თუ ჰქვია საერთოდ? და თუ გვაქვს – განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი არაფერი. ალბათ ზედმეტად შემოქმედებითი თვალით ვუყურებ, შეიძლება ამის მოთხოვნაც არაა ბაზარზე, რა საჭიროა თავის ჭყლეტა: გაფუჭდა ავტომობილი, მიდი ხელოსანთან, ხელოსანმა გააკეთა მისი საქმე, წამოდი! მორჩა ამბავი…  მაგრამ ამ პოსტით ნახავთ რა მარტივად და თითქმის დანახარჯების გარეშეა შესაძლებელი (განსაკუთრებით ასეთი დაწესებულებისთვის) ინტერიერის გალამაზება. რა თქმა უნდა, მანქანის ენთუზიასტებსაც შეუძლიათ ასეთი იდეები გამოიყენონ საკუთარ სახლში, მაგრამ სუფთა კომერციული თვალსაზრისით სიამოვნებით დაველოდებოდი მანქანის შეკეთებას, თუნდაც საბურავის სავარძელზე ^_^

  1. რთულია შეელიო საყვარელ ნივთს. დამტვრეული ფერარი და ყვის მაგიდა.car-parts-furniture-00
  2. მანქანის კორპუსისგან გაკეთებული თაროებიcar-parts-furniture-02
  3. თარო საბურავების დისკებისგანდისკების თარო
  4. ჩემი ფავორიტი – ყავის მაგიდა მაქანის სახურავისგანმანქანის სახურავის მაგიდა
  5. ხელსაბანი ნიჟარა საბურავისგან, და ბენზინგასამართი “პისტოლეტი” ონკანადსაბურავის ნიჟარა
  6.  მანქანის საბარგულით გაკეთებული მოსასვენებელისაბარგულის მოსასვენებელი
  7. მრბოლელის საბურავისგან შექმნილი სავარძელი
  8. ერრრმმმ.. ამ “გრილის” ქართულ დასაელებაში თუ ვინმე მომეველება? მისგან სათავსო და ნიჟარაა შექმნილი
  9. ტუტბოქაღალდმკავი (ახალი სიტყვა :)))
  10. ხელსაწყოების ყუთისგან შექმნილი ხელსაბანი და თან ძალიან სიმპატიური

 

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *