Just a few words…

Just a few words…

დილით ადვილად ავდექი, ყავამ კი საერთოდ გონზე მომიყვანა, აღმოვაჩინე რომ Sturbucks რივერ აილენდის მოპირდაპირე მხარეს იყო, მე კი მთელი სამი დღე ვეძებდი :D

ყავამ საბოლოოდ გამომაცოცხლა, დილა აქ საოცრად ლამაზია, ღრუბლიანი ამინდის გამო, ბნელა და სახლებს რაღაც სხვანაირად გამოიყურებიან, ხვალ ვეცდები უფრო ადრე გავიდე, რომ ფოტოების გადაღება მოვასწრო.

ფოტოები სავაჭრო ცენტრშიც გადავიღე, რომელიც სამწუხაროდ წამაშლევინეს, აღმოჩნდა, რომ გადაღება არ შეიძლება, ჩემი კამერიდან წაიშალა, სამაგიეროდ მეორე გოგოს, როზინს, ვინცჩემთან ერთად არის აქ, ფოტოკამერაში დარჩა ფოტოები, რომლითაც თქვენი ცნობისმოყვარეობა შემიძლია დავაკმაყოფილო. :) :*

ტრეინინგმა კარგად ჩაიარა, კარგად ხსნიან ყველაფერს, ენის ბარიერიც ასე თუ ისე გადავლახე, საღამოს სუპერმარკეტში ვიბოდიალე და გადავწყვიტე ლუდით წამეხალისებინა საკუთარი თავი :)

ამ დღეების განმავლობაში, ჩემს შაქრის კოლექციას რამოდენიმე ახალი შემოემატა.

ამჯერად მხოლოდ iPod-ში შემონახული ფოტოები.

 

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

One Reply to “Just a few words…”

  1. დღევანდელ დღეს უფრო იგრძნობა კმაყოფილება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *