Leaving Batumi

Leaving Batumi

ბათუმისთვის განკუთვნილი დრო დასრულდა, დავტოვეთ ქალაქი ჩამოუყალიბებელი ამინდით, ბოლო თეთრებამდე დახარჯული ფულით, მაგრამ საოცარი კმაყოფილებით, ეს ჩემი პირველი შვებულება იყო, ამიტომ მინდოდა რომ განსაკუთრებული გამოსულიყო.

სამწუხაროდ, “Cloud Bar”-ში ვერ მოვახერხეთ ასვლა, ხელფასი მატარებლის დაძვრისთანავე მოვიდა :)) სამაგიეროდ, არის მიზეზი, რომ ბათუმს კიდევ ვეწვიო და არაერთხელ :)

თემომ დაადგინა, რომ დილით სანამ ყავას არ დავლევ, ხასიათზე ვერ მოვდივარ, ამიტომ სასტუმროდან გამოსულები “მარშეში” გავეშურეთ, ეს ბულანჟერეაა, სადაც გუდვილის წარმოების ბევრი გემრიელი სასუსნაო იყიდება, თავისი ლამაზი ი ტერიერით, გვინდოდა ყავა თან წაგვეღო და სანაპიროზე ჩავსულიყავით ზღვასთან გამოსამშვიდობებლად, მაგრამ წვიმამ არ დაგვაცადა და ხეებით გადახურ ბულვარში გადავინაცვლეთ, სადაც ცოტა ვისეირნეთ, მერე დროის გასაყვანად “Press Caffe”-ში შევედით, რადგან ჩვენი მატარებელი საღამოს 6 საათზე გადიოდა, დროც საკმარისად გვქონდა. არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ამ კაფეში ლამაზ ინტერიერთან ერთად, საოცრად დაბალი ფასებია, ამას დამატებული დიიდი ულუფა და კარგი მომსახურეობა, მოკლედ ამ ადგილის გამოტოვება არ ღირს თუ ბათუმში მოხვდით.

ბათუმს დავემშვიდობე, მაგრამ წინ ბორჯომის trip მელოდება, რა ვიცი რას მიმზადებს:)

20130123-193420.jpg

20130123-193442.jpg

20130123-193450.jpg

20130123-193501.jpg

20130123-193510.jpg

20130123-193525.jpg

20130123-193519.jpg

20130123-193534.jpg

20130123-193545.jpg

20130123-194026.jpg

20130123-194039.jpg

20130123-194045.jpg

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *