Me at My New Job

Me at My New Job

ერთ-ერთ ძველ პოსტში ჩემს დაკავებულობას ვახსენებდი, მაშინ არ მინდოდა მიზეზზე ლაპარაკი, მაინც ჯერ გადახტომას ვამჯობინებ ხოლმე და შემდეგ “ჰოპს”… ჰოდა, ჩემო მკითხველო, თქვენთვის ახალი ამბავი მაქვს…დღეიდან ახალ გახსნილ მაღაზიაში, River Island-ში მერჩენდაიზერად ვიწყებ მუშაობას, ვფიქრობ ჩემთვის სამსახურის ყველაზე კარგი ვარიანტია, დატვირთული, მოძრავი, ენერგიული სამუშაო დღე, არანაირი ფორმა, რომელიც საოცრად მაკომპლექსებს და მბოჭავს და ყველაზე, ყველაზე, ყველაზე სასიამოვნო – პირდაპირ ურთიერთობა სამოსთან, ყველა ახალი ტანსაცმელი ჩემს ხელში გაივლის და თქვენამდე მოვა :) შევეცდები ყველა ახალი ტრენდი პირველად ჩემს ბლოგზე იხილოთ ხოლმე.  River Island თბილისშია, პეკინის 4ში, სტატისტიკის დეპარტამენტის ადგილას. იმედია, ხშირად მოგიწევთ ხოლმე შემოცუნცულება :))ბოლოს კი, “სეთს” დაგიტოვებთ, რისი ნახვა შეგიძლიათ მაღაზიაში :*River Island set

 

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

8 Replies to “Me at My New Job”

  1. გილოცავ !! რაღაც ისე სასიამოვნო სამუშაო უნდა იყოს :) ეს მაღაზია უკვე შევიყვარე :)

    1. მადლობ… მეც მიყვარს და რა ვქნა?! :D თუ შემოივლი და მიცნობ აუცილებლად გამეცანი:))

  2. ირ,გილოცავ..წარმატებები ^_^
    მეტი და მეტი..
    როგორ გიხარია წარმომიდგენია,თან ტანსაცმელებს შორის რომ ხარ..უჰ <3

    1. ნია, მადლობ :) მართლა საინტერესო სამსახურია და საჩემო :D

    1. ვაიმე, მართლა ?! :D მადლობა, შევეცდები ვიბრძოლო წარმატებისათვის :*

    1. Pusk, მადლობ :)
      მერჩენდაიზერი (იგივე product manager), უზრუნველჰყოფს მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქცის სწორად განლაგებას, მანეკენების “გამოკვანწვას” :D და ყველაფერს, რაც მაღაზიის ვიზუალურ მხარეს ეხება :)). ძალიან საინტერესოა, ჩემზეა დამოკიდებული სწორი “ლუქების” აწყობაც :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *