Meet! new trend-Clogs

Meet! new trend-Clogs

დიდი ხანია ვაკვირდები ერთი შეხედვით უმსგავსო და უხეშ ფეხსაცმელს…მაგრამ როგორც კი მსოფლიოს წამყვანი დიზაინერები რაიმეს თავიანთ ძვირფას აზროვნებასა და შთაგონებას უწყალობებენ, მაშინვე იგი დანარჩენი მსოფლიოს სასურველი ნივთი ხდება…თითქმის  ყველა მოდურ მაღაზიას ამშვენებს და არც ერთ მოდურ საიტს არ ტოვებს.

და, რა არის მსოფლიოს ახალი ყურადღება?! გაზაფხული 2011-ის ტრენდი?! გაიცანით, ეს  ქლოგია!!! (clogs)

სანამ კარგად არ შეათვალიერებთ მათზე ხელს ნუ აიღებთ,ნუ იტყვით ”ამას არასოდეს ჩავიცვამ!!” მესმის, რომ სახელიც კი ისეთი აქვს შერჩეული, შთაბეჭდილებას ტოვებს რომ იგი იაფფასიანი, არაკომფორტული და უშნო უნდა იყოს. მაგრამ!! მათ შეიძლება ისეთი კუთხით დაგანახონ თავი,რომ თქვენი ყველაზე სასურველი ან საყვარელი ნივთი გახდეს.

მე-20-ე საუკუნე, 70-იანი წლები. რაც მიდის, მოდაში აუცილებლად ბრუნდება უკან, ასეთია მოდის დაუწერელი კანონი… და ისიც აქაა! ქლოგი-ასოცირდება ნიდერლადებთან, ბელგიელებთან, გერმანელებთან,  ლატვია, შვედეთი.

ქალის ქლოგი ადაპტირდა და უფრო მოდას აყოლილი გახდა, ის შეიძლება ვარირებდეს ფერებში მკვეთრი ვარდისფერიდან შავით დასრულებული, დამშვენებული იყოს ბროშით ან რაიმე აქსესუარით, იყოს ყელიანი, სანდლის ტიპის, დახურული,ქუსლზე,ძირითადად ხის ძირით, ტყავით, რკინის ელემენტებით.მისი ჩაცმა შეგიძლიათ ნებისმიერ სამოსზე კაბებთან, ქვედაბოლოსთან, შარვალსა და მოკლე შარვალთან ერთად.სწრაფად “ამოსაცმელად” საკმაოდ მოსახერხებელია და კომფორტულიცაა,მათთვის ვისაც წვალების გარეშე უნდა კარგად და მოდურად  გამოიყურებოდეს..

ასე რომ თუ ფეხსაცმლის კოლექციის განახლებას გეგმავთ და ჯერ ვერ მოგიფიქრებიათ რა შეიძინოთ, საბაბი გაქვთ შეათვალიეროთ…

chanel clogs

არ ვფიქ რობ, რომ ქვემოთ წარმოდგენილი LV ქლოგი ბევრს მოეწონოს, მაგრამ მაინც წარმოვადგინე თვალსაჩინოებისათვის,აქ აშკარად სჩანს მათი დამახასიათებელი ელემენტები

LV

Stuart Weitzman

See by ChloeGivenchyDiane Von Furstenberg ,Giuseppe Zanotti

აშკარაა, რომ მათ მრავალფეროვნებას საზღვარი არ აქვს,სარა ჯესიკა პარკერს ქლოგი აცვია

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *