Menswear Trends Spring 2016

ჩემი ფავორიტი 10 ტენდენცია მამაკაცებისთვის 2016-ის გაზაფხულზე, რომლებსაც საგულდაგულოდ მოვუყარე თავი:

  1.  წარმოიდგინეთ, ამ გაზაფხულს ავტოფარეხებში მომუშავე მამაკაცები ყველაზე მოდურები იქნებიან, რადგან “კომბინიზონი” (overals) აუცილებელი ატრიბუტია სეზონისთვის.
  2. 50-იანების ტენდენცია მრავლად შეინიშნება ჩვენს თანამედროვეობაში: “ბომბერ” ქურთუკები, პერანგები, ფართე შარვლები… მოკლედ სამოსის ყველა ელემენტი რომელიც რეტრო (50’s retro) ეპოქას მოგვაგონებს
  3. “დიდ პოდიუმებზე” ყვავილოვანი პრინტის სიჭარბემ ყოველდღურ სამოსშიც გადმოინაცვლა, (Botanical Garden) მამაკაცის მოდის ტენდენციებში უკვე რამოდენიმე სეზონია მას თვალს ვადევნებთ და არც 2016 წლის გაზაფხულზე აპირებს მოძველებას. არ არის აუცილებელი თავით-ფეხებამდე ბოტანიკურ ბაღში აღმოჩნდე, საკმარისია მხოლოდ ერთი დეტალი ყვავილის ნახატით.
  4. (Chinese) ჩინური კულტურით შთაგონებული ნახატები, სილუეტები და ელემენტები ერთ-ერთი
  5. თითქოს უმნიშვნელო დეტალი, მაგრამ გაზაფხულზე გრძელი შარფები (Long Scarves) დიდ როლს შეასრულებს.
  6. Fast and Furious – სპორტის, ავტო-მოტო მოყვარულებს განსაკუთრებით გაახარებს ეს ტენდენცია, მამაკაცის რა გითხრა, მაგრამ მე სიამოვნებით შევმატებდი ასეთ სამოსს ჩემს კარადას.
  7. A Wrinkle – აღარაა საჭირო დასაუთოვებელ პერანგზე ნერვიულობა, სწრაფი ცხოვრების რიტმის გათვალისწინებით დიზაინერებმა მრავლად წაროადგინეს სამოსი დაკუჭული ნაჭრით.
  8. ბუნებრივი ფერები: მწვანე, ხაკისფერი, ქვიშისფერი – რომელიც სამხედრო კამუფლიაჟის (Army) ან საფარის (Safari) სამოსის ელემენტებს შეიცავს.
  9. დღის განმავლობაში იმდენ ადგილს ვსტუმრობთ, შეხვედრაზე, წვეულებაზე თუ უბრალოდ მეგობრებთან ერთად გასეირნებისას კომფორტული სამოსი აუცილებლობას წარმოადგენს, ამისთვის კი სპორტული (athletic) სამოსის ელემენტები ყოველდღიურობის ნაწილი გახდა: ბეიზბოლის კეპები, უთასმო კეტები, სპორტული შარვლები თუ მაისურები კლასიკურ სამოსთან სინთეზში განსაკუთრებით მომხიბვლელად გამოიყურება.
  10. ქურთუკი – ქურთუკზე (layering),ეს არის ჩაცმულობის ერთ-ერთი საყვარელი სტილი, არა მხოლოდ მამაკაცებისთვის, ჩემი აზრით იგი მეტად პრაქტიულია ცვალებბადი ამინდის პირობებში, როდესაც მოულოდნელად აცივდება ან მზე გამოანათებს, მარტივად შეძლებ მასზე ადაფტირებას                        

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *