Modern Serenade

გრძნობის  რამდენი გამოვლინება არსებობს??  ბევრნაირი, სულ სხვადასხვა. ერთ-ერთი მათგანი კი სერენადაა. რა არის სერენადა?-მუსიკალყრი შესრულება, კომპლიმენტის სახით, რომელიც შესრულებულია პატივისცემის, დაფასების და სიყვარულის გამოვლინების მიზნით… აპრობირებული მრავალი საუკუნეების და მრავალი ქვეყნის მიერ :D  დრო კი მიდის და გრძნობის გამოვლინებების მუსიკალური ფორმებიც იცვლება.

რას აკეთებდნენ ადრე:

1. იძიებდნენ  სა თავს იჭყლეტდნენ გოგოს საყვარელ სიმღერას.

2. სწავლობდნენ ამ სიმღერას, თუნდაც ცუდი სმენა ჰქონოდათ.

3. იგონებდნენ შესრულების ადგილს, ყველაზე ცნობილია-გოგოს აივანთან. (ამასაც კარგი event management უნდა..აქსესუარები-სანთლები, ცეცხლი… გულები და ათასი რამ).

4. ბოლოს მღეროდნენ.”ანტიკურ” დროში ეფექტური იყო.

გოგო კი ხან იყო სახლში ხან არა, ზოგჯერ მშობლები გამოცვივდებოდნენ და ასე…

შემდეგ, გახსოვთ აუდიო კასეტები? მათზეც  წერდნენ სიმღერას საკუთარი შესრულებით და უგზავნიდნენ საყვარელ ადამიანს… ესეც ვინტაჟია, ჩვენს დროში ცოტას თუ მოეპოვება ასეთი ტიპის კასეტის მაგნიტოფონი, CD-ც მოძველდა… მაგრამ არ გამქრალა და მჯერა დღესაც არიან ადამიანები, სიყვარულით დამწვარი, აივნის ქვეშ მომღერალი. გიტარით ხელში, საკუთარი დაწერილი სიმღერით.(მე მომწონს) თუმცა ადამიანები ნაკლებად რომანტუკულები გავხდით, დრო მოვიდა მასეთი, თუ დრო აღარ გვაქვს მისთვის.

როგორია “თანამედროვე სერენადა” ?! გაჩნდა ინტერნეტი, Dj. mixer და skype.

ძალიან კარგი გრძნობაა, როდესაც იცი რომ მთელი Dj. სეტს შენ გიძღვნიან, უმაგრესი და ხალისიანიც :D არც მეზობლის ფლოსტი მოხვდება ბიჭს თავში, “ხმა ჩაიწყვიტე ბავშვს ძინავსო”, არც აუდიოკასეტის ფირი გაწყდება და მერე ფანქრით უნდა გადაახვიო (ეს ყველას გამოუცდია ალბათ) არც CD დაგეკაწრება და შიგადაშიგ არ გაჭედავს.

ასე რომ, მამაკაცებო!! ჩვენ გულის სიღრმეში მაინც რომანტიკოსები ვართ, ცოტა მესაკუთრეებიც , მართალია ამისათვის ფიქრი და ცოტა უფრო მეტი კრეატივია საჭირო, რომ გულის იმ სიღრმეს მიაღწიოთ, მაგრამ შეუძლებელი არაა :)

მე კი, ამ პოსტით ჩემი მხრიდან მადლობა გამოვხატო და ჩემი გრძნობებიც მივაყოლო ზედ :)

[soundcloud url=”http://api.soundcloud.com/tracks/18531531″ params=”show_comments=true&auto_play=false&color=260558″ width=”100%” height=”81″ ]

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone
This entry was posted in Here and There, Personal. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *