Naxvamdis or See You Soon

Naxvamdis or See You Soon

ადგილი, რომელიც თუ არ იცი ვერ მიხვდები, რომ შესვლისას მყუდროდ მოწყობილი კაფე დაგხვდება.

სახელით “ნახვამდის” დაწყებული ინტერიერით დამთავრებული, ყველაფერი აღფრთოვანებას იწვევს და საოცარი მყუდროების განწყობას ტოვებს. შევლისას ისეთი შეგრძნებაა, თითქოს მეგობართან მიდიხარ, კარზე ჩვეულებისამებრ აზარუნებ და კარის გაღების ხმაც არ აყოვნებს, ღიმილიანი პერსონალი და ექსცენტრიული მეპატრონე ისე გხვდება, თითქოს წლების ნაცნობი იყოს :)

კრეატიული ინტერიერი ჭერზე სათლის (ვედრო :D) ჭაღით დაწყებული, ძველი ფირის ფოტოაპარატის, Zenit-ის სასანთლით დამთავრებული, ბუხარი, სხვადასხვა ფერის მაგიდა და სურვილისამებრ პუფი. მანსარდა 5 კაციანი წრისთვის და მუსიკა.

Naxvamdis- ახალი გახსნილია მაგრამ, თუ იქ ერთხელ შეხვალ ცოტა თუ მოიძებნება უკან მიბრუნების სურვილი არ გაუჩნდეს – ვფიქრობ სახელიც აქედან გამოდინარეა.

მეპატრონე- საშა, ფოტოგრაფია, სტუდიაც იქვეა და მისით სარგებლობაც ძალიან დაბალ ფასად შეიძლება.

სამზარეულო როგორ დამავიწყდა?! რომელიც იქვეა განთავსებული და თვალწინ კეთდება შეკვეთილი კერძები, ფასებიც საოცრად მისაღები.

კრეატიული საღამოები, გამოფენები და დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრი სიახლე იქნება მოსალოდნელი. მოკლედ ისეთი შეპყრობილი ვარ ამ გარემოთი, ყველას რომ გინდა გაუზიარო :)

ამ ადგილის აღმოჩენისთვის კი მადლობა ნატას, რომელიც დარწმუნებული ვარ ამ პოსტს წაიკითხავს და facebook-ზე “ბმულს” “მომიწონებს”, იმიტომ რომ ძალიან კარგი ვინმეა :D

 

 კიდევ ბევრი რამის მოყოლა შემიძლია ამ ადგილზე, მაგრამ სჯობს შთაბეჭდილებები თქვენ დაგიტოვოთ, თუ გადაწყვიტეთ და იქ შეიარეთ – ესეც მისი ფეისბუქის გვერდი, რომ მის შესახებ მეტი შეიტყოთ – “Naxvamdis”

 

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

3 Replies to “Naxvamdis or See You Soon”

  1. რა კარგი ადგილი ჩანს! ზუსტად ვერ მივხვდი ტევადობასთან დაკავშირებით, მანსარდა ცალკეა? მალე თბილისში მოვდივარ და ძალიან მინდა ამ ადგილს ვეწვიო:)

    1. კი მანსარდა ცალკეა, სულ მაღლა აყავხარ სპირალურ კიბეს და ხედია ფანტასტიკა, ტევადობით ძალიან დიდი არაა, მაგრამ ისეთი მყუდროა და ბუხარი ამ ზამთარს აკვდება, დღესაც ვიყავი და ამ ემოციებით ვწერ კომენტარს :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *