New, Empty Diary

New, Empty Diary

მეგობრები იმიტომ არსებობენ, რომ საჭირო დრო მონახონ, აგაწევინონ უკანალი, როდესაც რბილად ხარ მორგებული სახლში და არც კი გაქვს გეგმაში და ხასიათში სადმე გასვლა.

ზუსტად ასე დაუნდობლად მომექცა ინა, როდესაც დამირეკა და თითქმის მბრძანებლური ტონით-მითხრა, რომ გავსულიყავი გარეთ…არც ვინანე, პირიქით მისი მადლობელი ვარ, რომ ახალი…ფურცელი-ბანალური ნათქვამი იქნება…სულ ახალი წიგნაკი  ძალიან ხალისიანი დღით დავიწყე.

საღამომ სტარტი ზოოპარკთან აიღო, სულ სამნი: მე, ინა და მარიამი ვიყავით…მარიამმა გიდობა ითავა და ყველა გალია შემოგვატარა, ფოტოების ჩხაკუნიც არ დაგვიწყებია, გაგვიმართლა და კუდგაშლილ ფარშევანგებსაც მივუსწარით, სირაქლემას ცეკვასაც ვუყურეთ, მაგრამ მინდა ვთქვა, მეტად არამომხიბვლელი იყო, საინტერესოა, როგორ ებმებიან ასეთ ანკესს სირაქლემა გოგოშკები :D

ცხოველ-ფრინველ-ქვეწარმავალ-ზღვის ბინადართა თვალიერებით, ბევრი ახალი აზრი მოვიდა ისევ და ისევ სამოსთან დაკავშირებით…არა, არა! არ იფიქროთ მათი გატყავება მომინდა! პირიქით,მასეთი რამეების წინააღმდეგი ვარ, მირჩევნია ჩამნაცვლებელი მეცვას ცხოველური პრინტით…უბრალოდ ძალიან ლამაზი ფომა-ფერი ჰქონდა ზოგიერთ მათგანს და ვიფიქრე,ალბათ ბევრ დიზაინერის შთაგონების  წყაროცაა მათი სილამაზის ხილვა…მე forever21 ელასტიკი და ფეხსაცმელი მეცვა და მისივე კულონი-ფოტოკამერა, Cache-cache-ს ნეონ-ყვითელი მაისური,ლეოპარდის პრინტით თავზე შემოხვეული შარფი და ადრე ნაყიდი ჩანთა-ამოქარგული ყვავილით,რომელიც ძალიან პრაქტიკულია ბოდიალისას :)

ზოოპარკში რომ გალია აღარ დარჩა უნახავი და ორჯერადი გემზე კატაობის შემდეგ, გზას გავუდექით ჩილიმ ბარისაკენ, მაგრამ სანამ გადავწყვეტდით სად მივსულიყავით, ძალიან ბევრი ვიარეთ-ქვეყანა შემოვიარეთ :D

დაღლილები Wheels-ში ვიყავით, ცოტა რომ ამოგვესუნთქა, სადაც დამაპურეს :D

ჩილიმობისას შოთიკოც შემოგვიერთდა და ჩილიმ ბარიდან ოთხი ბილიარდის უცოდინარი-საბილიარდოში წავედით, იქაც ფეხით- ძაალიან მაგარი იყო…ბილიარდის ბურთებიც ვაგორავეთ პროფესიონალუური სახეებით,ბევრი ვიხალისეთ…

ამ პოსტით არა მარტო დღევანდელი დღის შესახებ მინდოდა  მოყოლა, უბრალოდ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რამდენს ნიშნავს ცალკეული, ჩემს გვერდით მყოფი ადამიანი, მე კიდევ ჯანდაბების გამო გადავიკარგები ხოლმე,ან ვერ ვამჩნევ.მივხვდი, რომ მშვიდად ვარ და დავუბრუნდი ჩემს თავს, ვიცი, რომ ბევრის იმედი მაქვს და ყველას მადლობა :)

ასევე, ერთ კარგ ადამიანს მინდა პატარა”персик”ის დაბადება მივულოცო: ტატა! მთელი გულით გილოცავ და გისურვებ უპრობლემო ცხოვრებას, შენთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად !

ეს კი ჩემი დღის ფრაგმენტები:

ფოტოები: ირინკა(fefinio)

ინაჩკა

შოთიკო(საბილიარდოს რამოდენიმე pic.)

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *