New Friend – Hair Haus

New Friend – Hair Haus

მას შემდეგ, რაც ჰეარ ჰაუსში ჩემი თმა ფენისა და საღებავის ქარ-ცეცხლში გავატარე, ყოველ დღე კომპლიმენტებს ვისმენ მასთან დაკავშირებით, მართლაც რომ ძალიან გულიანად გამიკეთეს, ხუმრობა ხომ არაა 4 საათი ერთ ადამიანს უკეთო თმა, ჩემს თვალწინ ხალხის ნაკადმა იმატა და იკლო სალონში, მე კი კვლავ იქ ვიჯექი და მოთმინებით ველოდი…რას იზამ “სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს” ეს ხომ ჩემი ნათქვამი არაა! ეს მსოფლიო ფრაზაა :D

ჯერ შეღებვა, მერე დაბანა, მერე შეჭრა და დავარცხნა…საბოლოოდ მე და გოგოები დაქანცულნი ვიყავით, ყველაზე ხალისიანად კი თმა გამოიყურებოდა :D

თავიდან ცოტა მორიდებით ვიყავი, რადგან უკვე დიდი ხნის ნაცნობები მოდიოდნენ, მაგრამ გოგოებმა იზრუნეს იმაზე რომ ადაპტირება გამევლო :) უშუალო და სასიამოვნო მოსაუბრენი აღმოჩნდნენ. მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვარ და ერთი ადამიანი კიდევ შეემატა ვინც არაერთხელ დაბრუნდება იქ :)

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *