New Stuff

New Stuff

დღეს თავს უფლება მივეცი სიახლეები შემეტანა ჩემს გარდერობში. რამოდენიმე ახალი ნივთი შევიძინე, რომელსაც თქვენც გაგიზიარებთ :)

მართალია ჯერ-ჯერობით, ზამთარი არ გეგმავს წასვლას, მაგრამ ალბათ ბრიტანული ჰავა და ჩაცმულობა ჩემზე ზეგავლენას ახდენს და ისედაც უზომოდ შეყვარებული ფერებზე, კიდევ უფრო გავფერადდი ღია მწვანე შორტით და ასეთივე ტონალობის მხოლოდ სტაფიოსფერი მაისურით, რასაც უუსაყვარლესი ვესთი გამოვაყოლე, ძალიან პრაქტიკულია და ადრეულ გაზაფხულამდე ვფიქრობ რომ არაერთხელ ჩავიცვამ :) ბუებზე გაფანატებულმა ქამარი და ყელსაბამი ხელიდან არ გავაგდე :D ის კი გეცოდინებათ, რომ მომავალ წელს ხილი ერთ-ერთი ტრენდი იქნება, აქედან ბლის ყელსაბამის არსებობაც…. ნათელი ნეონისებრი “ბრა” კი საოცრად ლამაზი იქნება რაიმე გამჭვირვალე ზედის ქვეშ…ჯერ არ მომიფიქრებია რომლის :D

(Click to Zoom)

დააა… ჩანთოჩკები: დღის ორი ქლაჩი, რომელიც საოცარი ფასდაკლებით საოცრად კარგ ფასად ვიყიდე. საჩელი კი ჩემი მაკისთვის ზედგამოჭრილი ზომაა :)

(Click to Zoom)

ეხლა კი შემიძლია ვთქვა, რომ დღეს უქმად არ ჩაუვლია :)) ტრენინგებიც, ჩემი აზრით , კარგად მიდის, დღეს უკვე პრაქტიკულად ჩანთების მერჩენდაიზინგზე ვიმუშავე და მოწონებაც დავიმსახურე, იმედია, იმდენს ვიზამ, ჩემით აღფრთოვანდებიან :D

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

11 Replies to “New Stuff”

  1. ქამრები ჩემი სუსტი წერტილიაა და მით უმეტეს რეპტილიის პრინტით:))) მშვიდობაში ახალი შენაძენი….

      1. სხვადასხვა ადგილას, ზოგი Primark-ში, სადაც ძააალიან იაფია ყველაფერი, ერთხელ კიდევ უნდა შევძვრე.. :D მადლობა კომპლიმენტისთვის, ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც ჩემი გემოვნება მოსწონთ :)

          1. თეკო, დიდი ქსელია და თითქმის ყველა სავაჭრო ცენტრშია… :))

  2. mecc dgess shevirbinee river islandshii da isetii sayvarelii gulebianii sayuree viyideeeeeeeeee : ))))))))))))))))))))) dzaan momwonss sheni alublebianii gulsakidiiiiiiiiiii

    1. მშვიდობაში გულები და მადლობ ჩემი ყელსაბამის მოწონებისათვის … Kiss

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *