NO Future

NO Future

ვინ წყვეტს იმას თუ ვინაა ელიტა?.. უკაცრავად, სულ დამავიწყდა, რომ მასეთი არ გვყავს. უბრალოდ, ჩვენს ბომონდს თუ… თავიდან ამომივარდა, რომ არც ბომონდი არ გვყავს. ადამიანებმა…რა მემართება?! სულ გულმავიწყი გავხდი, ჩვენ ხომ ადამიანობა, ადამიანების სახე და მათი ცნობის უნარიც დავკარგეთ.

ერთი, უბრალო, კუნთებიანი “დარაჯი”, რომელსაც თავი სამყაროს მბრძანებელი ჰგონია, წყვეტს საღამოს განწყობას, ის გიწყვეტს ვის განეკუთვნები?! თუ უბრალოდ, დიდმკერდმოშიშვლებული, გაურკვეველი, უგემოვნო ქალბატონი უნდა იყო, ან მეგობრის ნაცნობი, რომ სადმე შეგიშვან?! აი თურმე საიდან მოდის იდეოლოგია კლუბების მიმართ, რომ იქ მხოლოდ “გაფუჭებული” ადვილად “შესაბმელი” გოგონები დადიან და ყველაფერი ნაცნობობით კეთდება, დიდი ხანი ამას ვეწინააღმდეგებოდი, რადგან, მე ხომ ყველაფერში მხოლოდ კარგის დანახვა მინდა. და, მართალია, მტკივნეულია სიმართლის აღიარება, მაგრამ მის მერე ყოველთვის მოდის – ბინძური ჭეშმარიტება

რა მალაპარაკებს ამდენს?!  წყენა… კი ისიც, რომ რაღაცნაირად გარიყულად მაგრძნობინეს თავი და სად, და ვინ? არარაობებმა – არარაობაში, ზუსტად ესაა ყველაზე მტკივნეული, თორემ, რომ მცოდნოდა, რომ ვინმე ჩემზე მეტი ღირს ასე არც ვიტყოდი, შევეგუებოდი რეალობას.

ეგოისტობა და სიამაყე მალაპარაკებს?! არა, სჯობს ყველამ გაახილოს თვალი, თუმცა ის ვერც იგრძნობს ამ უსამართლობას, ვინც ამასვე სჩადის, ამტომ ტყუილად ვიღლი თავს, ჩვენს ქვეყანაში არასოდეს, არაფერი გამოსწორდება, თუ თავად ხალხი არ გამოსწორდა და არ გამოვიდა ქვის ხანიდან, ყველაფერზე “ხამის” წარმოდგენას რომ ტოვებენ.

მინდა ცივილურ ქვეყანაში ვცხოვრობდე, სადაც არ აქვთ თვითმიზანი: “სხვისი დამცირება – ჩემი ამაღლებაა!”.

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

One Reply to “NO Future”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *