Oasis Festival – PrePost

ქალაქში დღითი-დღე ცხება და სუნთქვა გაუსაძლისი ხდება, საუკეთესო პერიოდია თავის დასაღწევად თუნდაც შაბათ-კვირას, სწორედ ასეთი მიზეზი გვიახლოვდება ერთ კვირაში, 22-23 ივნისს, მცხეთაში – ფესტივალი “OASIS”.

“ფესტივალი OASIS ჩატარდება თეატრონის პარკში, მცხეთის შუაგულში, 22-23 ივნისს. ორივე დღე დატვირთული იქნება ქართული და ევროპული ჯგუფების გამოსვლით, მაგრამ ეს იქნება მეტი ვიდრე მხოლოდ მუსიკა. აქ იქნება: კრეატიული ვორკშოპები, სპორტული ივენთები ბავშვებსა და უფროსებისთვის, კემპინგი, კვებითი ობიექტების სიმრავლე და უსაფრთხო პარკინგის ადგილები.”

ასეთი დაპირებებია ფესტივალის ოფიციალურ გვერდზე, რასაც მივესალმები და დიდი იმედი მაქვს მშვიდობით (რაც მთავარია) და სასიამოვნოდ ჩაივლის. ამავე ვებგვერდზე შესაძლებელია ბევრი საინტერესო რამის ნახვა როგორიცაა, წესები, რომ იქ პრობლემები არ შეიქმნათ, გზამკვლევი და ა.შ. იმედია გადახედავთ და ორგანიზატორებიც თავის მხრივ სტუმრებზე იზრუნებენ, რომ არანაირი იმედგაცრუება და უწესრიგობა მათი მხრიდანაც არ მოხდეს.

მოსამზადებლად მთელი ერთი კვირაა, უკვე ვფიქრობ ჩაცმულობაზე, რაც ყველაზე ძალიან მახარებს იქ “კარვის დაცემის”  შესაძლებლობაცაა.

აი ფესტივალის მონაწილეთა სიაც და განრიგიც:

LINEUPnewwhite

კარგ ფესტივალურ დროის ტარებას გისურვებთ!

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *