გა-ფრენა

გა-ფრენა

Paraglidingკვირა დღე სახლში ყოფნით და ფოტოების დამუშავებით უნდა გამეტარებინა, რაც დილის საათებში უკვე მოსწრებული მქონდა, როდესაც მეგობარმა პარაპლანით ფრენა შემომთავაზა. ასეთი სახის მოწვევისას როგორიცაა: “რაც შეიძლება მაღლა”, “რაც შეიძლება სწრაფად”, “შორს”, “საშიში”, “ექსტრემალური”, “სულის შემძვრელი” და ა.შ.  დიდი შანსია რომ წინადადების დასრულებამდე დანიშნულების ადგილას ვიყო, ამ შემთხვევაშიც გამიმართლა და თავად წამიყვანა (გა)საფრენ წერტილამდე. ჩემი პირველი ფრენისას გავიგე, იმისთვის, რომ ოდესღაც მარტო ფრენა შევძლო ძალიან მსუბუქი ვარ, ამიტომ დიდი ძალისხმევა დამჭირდება პარაპლანის დამორჩილებისას და დაფრენისას… მმმ… შეიძლება ვერასოდეს დავფრინდე და პარკივით ვიფარფატო ჰაერში სანამ რამეს არ “შემოვეხვევი” :)) ან რამოდენიმე ათეული კილო უნდა მოვიმატო :D

ფრენისას ამინდი ყველაზე მნიშვნელოვანია, დეტალებში ჯერ ვერ გავერკვიე, მაგრამ ეს ვიცი – არც ძალიან ქარიანი ამინდი ვარგა და არც მის გარეშე გამოვა საქმე. ჩემს დროს ნაკლებად ქარიანი ამინდი იყო და შესაბამისად ჰაერში ვილივლივე, მშვენიერი შეგრძნება იყო, წარმოვიდგინე ჩიტები ყოველ დღე ამ ხედებით როგორ ტკბებიან (ალბათ), მაგრამ ადრენალინი საკმარისი არ იყო, ჩემთვის ყოველ შემთხევაში…დაფრენაც, კარგი პილოტის დამსახურებით, ძალიან რბილი და უსაფრთხო იყო. ამიტომ თუ ვინმე თავს იკავებს შიშის გამო, მოვუწოდებ რომ აუცილებლად სცადოს, რა თქმა უნდა კარგი ინსტრუქტორის თანხლებით, რომლებიც პარაგლაიდინგის ფედერაციაში ნამდვილად არიან.

ჩემი გაუმაძღარი ადრენალინის გამო, მეგობარი იძულებული იყო ბონუსად კიდევ ერთი ექსტრემალური საშუალება მოეშველებინა, რამაც გაამართლა და დროებით (სულ მცირე დროით) დააკმაყოფილა “მე”, სიმპატიურ Ninja-ს ნამდვილად მოაქვს დაუვიწყარი შეგრძნებები.

 

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *