Perfect Weekend at Oasis Festival
დაიწყო სამუშო დღეები და მე ისევ ბედნიერი ღიმილი შემომრჩა. ძალიან ლამაზი შაბათ-კვირა მქონდა და არ მეზარება ეს ისტორიები კიდევ ბევრჯერ მოვყვე.
ძალიან დიდი ხნის მზადების შემდეგ, რომელიც მარტო ჩაცმულობას ეხებოდა, თან აზრი რამოდენიმეჯერ შემეცვალა, ერთი დიდი “ხურჯინი” გავავსე და ყველა საჭირო ნივთი თან წავიღე “რა იცი რა ხდება?!”-ს მომიზეზებით, საწვიმარი და ბოტებიც არ დამვიწყებია, წვიმაც კი ვინატრე, რომ ყველაფერი გამომეყენებინა.
ამას მოყვა საკემპინგე ნივთების გააქტიურება, რომლებიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თავის ჟამს ელოდა.
იქ მისულებს ძალიან კარგი გარემო დაგვხვდა, ერთადერთი, რასაც დღემდე ვნანობ ჩემი ფოტოკამერის უქონლობაა, რომელიც ფესტივალის პირობებით დაუშვებელი იყო, იმედი მაქვს მომავალში ასეთი შეზღუდვა არ იქნება, რადგან უკამეროდ – თითქოს თვალების გარეშე ვარ, რასაც ჩემი ტელეფონი ნაწილობრივ ამსუბუქებს.
სამეზობლო შევიკრიბეთ და ერთად დავბანაკდით, დაბანაკების პროცესი ყველაზე სასიამოვნოა, კარავი ჩემი ხელით გავშალე, ყველაფერი მოვაწესრიგე და კომფორტულად მოვკალათდი.
ფესტივალის ტერიტორია, თეატრონის პარკი, მცხეთაში, არის ყველაზე კარგი გადაწყვეტილება ასეთი ტიპის ღონისძიებებისთვის, ორი სცენა – დიდი, სადაც ძირითადი მონაწილეები იყრიდნენ თავს და პატარა, რომელიც შესვენებისას აქტიურობდა.
იქვე მოწყობილი წასახემსებელი კაფე – ბარები, მე რაც შემხვედრია, ყველგან ძალიან კეთილგანწყობილი პერსონალი.
მუსიკა მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა და მხოლოდ დილით დაისადგურა სიმშვიდემ, რაც ზოგს დასვენების საშუალება მისცა. ამ დროს, მცხეთაში გასვლა გადავწყვიტეთ, რომ ძალები მოგვეკრიბა – “არმაზის ხეობა” ძალიან კარგი ადგილი აღმოჩნდა, რომ მწველი სიცხისგან თავი აგვერიდებინა და ძალიან გემრიელად გვესადილა.
ფესტივალზე დაბრუნებულები კი სხვადასხვა გასართობით ვიქცევდით თავს – ფრისბი, რომელიც მე პირველად ვითამაშე და ძალიან ცუდი მოთამაშე აღმოვჩნდი, ყუთებზე “ცოცვა” რომელიც ძალიან მომეწონა, მაგრამ საკუთარი თავით უკმაყოფილო დავრჩი, მეთერთმეტე ყუთიდან ჩამოვფრინდი ძირს.
საღამოსკენ კი ძალიან კარგი ადამიანები ვნახე, მათ ნახვამ კიდევ უფრო გამაბედნიერა და ამავსო.
ოაზისის ფესტივალს ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია, მაგრამ საერთო ჯამში იმდენად კარგად ორგანიზებული იყო, ყველა ნაკლს ფარავდა: დილით შევესწარი ტერიტორიის დალაგებას, რამაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, იმედია სამომავლდ ყველა შეეცდება, რომ რაც შეიძლება ნაკლებად დაყარონ ნაგავი, ბოლოს და ბოლოს ჩვენვე ვსხედვართ ჩვენივე დანაგვიანებულში.
შემდეგი ფოტოებისათვის კი ძალიან დიდი მადლობა angel.ge-ს სადაც ჩემ Guest blog-post-საც იხილავთ კიდევ უფრო ვრცელი ისტორიით.
თქვენი ფესტივალური დღეებს შესახებაც იქნებ მიამბოთ კომენტარებში?
უფრო მეტი ფოტოსთვის გამომყევით ინსტაგრამზე @fefe_ge