Photomarathon Tbilisi

საქართველოში ფოტოკამერა მომარჯვებულ ადამიანებთთან ერთად, იზრდება ფოტოგრაფიის და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების, გამოფენების კონკურსების და მარათონების რაოდენობა.

ამ მარათონის შესახებ თუ facebook-ით სარგებლობთ ყველას თუ დაწვრილებით არა, რაღაც მაინც გექნებათ გაგონილი.მე დახურვაზე ფოტოგრაფ ნატა აბაშიძის ინფორმაციით მოვხვდი, რომელიც ჟიურის წევრი იყო ამ მარათონის.

ფოტომარათონის დაჯილდოვება დღეს 16-ში, არა…უკვე გუშინ…16 მაისს გაიმართა გოეთეს თბილისის ინსტიტუტში. დაჯილდოვებას კი წინ უძღვოდა რამოდენიმედღიანი ფოტომარათონი, (აბა მარათონი მარათონის გარეშე რისი მარათონია?!) სადაც მონაწილეობას იღებდა უამრავი დამწყები თუ ჩამოყალიბებული ფოტოგრაფი და ისინიც ვისაც უბრალოდ ფოტოკამერა აქვს და გარეთ გასვლა არ ეზარება.მონაწილეებს ეძლეოდათ კონკრეტული დავალებები რაც გარკვეული დროის განმავლობაში უნდა შეესრულებინა და შემდეგ “გარკვეულვე” ადგილას მომდევნო დავალებისათვის მისულიყო.

მარათონის ფარგლებში გადაღებულ იქნა ათასობით ფოტო, წარმომიდგენია ჟიურის გაწამაწია მათ გადარჩევაში.დარბაზში რომ შევედი რამოდენიმე ხანი დამჭირდა აზრზე მოსასვლელად იმდენი ფოტო დამხვდა.

We cannot display this gallery

პრიზები:კ/თ. ამირაზნის ორი ბილეთი, ფოტოკამერები canon sx20,(თუ მეშლება შემისწორეთ :)) Tbilisi Open Air-ზე დასასწრები ორი ბილეთი,ერთკვირიანი პერსონალური გამოფენა გოეთეში. რომელიც მე-4-ე, მე-3-ე და მე-2-ე დაგილზე გასულებმა დაინაწილეს და ჩამოთვლილი პრიზები, საერთო ჯამში პირველ ადგილზე გასულს, თამარ ბოლქვაძეს, ერგო.კიდევ საუბრობდნენ საზღვარგარეთ გამგზავრებაზე, შემდეგ თანხები არ ყოფნისო, მოკლედ ეგ ვერ გავიგე :D

თამარ ბოლქვაძე, ავტოპორტრეტი


ორგანიზების მხრივ, სრული ქაოსი და დაბნეულობა სუფევდა, თუმცა იგი მეტს არც მოითხოვდა და არც მისგანაა მეტი მოსათხოვი, რადგან იგი ჯერ პირველად შესდგა საქართველოში.არც ფოტოები გამოირჩეოდა საოცრებებით, უფრო სწორად ძალიან ბევრი იყო და შესაძლოა გამომრჩა. ან ამის მეორე მხარე ისაა, რომ ნამდვილად არ იყო კარგი ფოტოები.მიზეზად კი იმას დავასახელებ რომ საქართველოში, ზოგადად ფოტოგრაფის გაგება მაღალ დონეზე არაა. აქ თუ კარგი კამერა გიჭირავს,კარგის განმსაზღვრელი არის “დიდი ფოტოკამერა”, ე.ი. პროფესიონალი ხარ, არ აქვს მნიშვნელობა როგორ იღებ, რას იღებ ვისთვის, რისთვის.შემდეგ კი ბევრს პრეტენზია აქვს გადანათებულ, ბრტყელ-ბრტყელ კადრებზე. თანამედროვე ხელოვნებაში, მართალია ჩარჩოები და  კლასიკური ფოტოს გადაღების წესები უგულვებელყოფილია და ეს ცუდი არაა, მაგრამ ყოველთვის იგრძნობა კარგი და ცუდი ფოტო.ვფიქრობ ფოტოს გადაღება შათერზე(ღილაკზე)თითის დაჭერა არაა მხოლოდ, მთელი რიყუალია წამში მოქცეული, დაინახე, მოგეწონა, კამერა მოამზადე, გაიაზრე, კადრირება გაუკეთე და მხოლოდ შემდეგ დააჭირე…ამის შესაძლებლობა კი ბევრს არ აქვს.

გამოფენაზე ფოტოებთან ერთად, ყოველთვის საინტერესოა ხალხის ჩაცმულობაზე თვალის შევლება, სამწუხარდ ჩემი დაუდევრობის გამო ფოტოკამერის მეხსიერების ბარათი დამრჩა და მის გარეშე ჩემი ბიჭი უსუსურია, ამიომ კვლავ iPod-ით მომიწია ფოტოების გადაგება და შემდეგ ნატა შემომეშველა თავისით, მაგრამ ძირითადი ნაკადი უკვე წასული იყო, არადა უამრავი უცნაური ნივთი ვიხილე, სხვადასხვა დასამახსოვრებელი ტიპაჟები. ძველი მაგნიტოფონის კასეტისაგან გაკეთებული საფულე, “პლასტინკისაგან”-ჩანთა, თმის ვარცხნილობა და ა.შ.ასევე, რაც ახალგაზრდა ფოტოგრაფებს და საერთოდ თბილისის ჩაცმულობას შევამჩნიე იმატა ზურგჩანთებმაც.

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

4 thoughts on “Photomarathon Tbilisi

  1. :) შვევცდები, ყოველ შემთხვევაში კრიტიკოსადაც არ გამოვდგები ?! ჰა?

  2. კამერის თაობაზე – SX130 is იყო :D:D:D:D და შეხვდა მესამე ადგილზე გასულ გერმანელ სტუდენტებს, რომლებიც გაუქურდია ვიღაცას ერტი კვირის უკან თუ არა ვცდები და მთელი ტექნიკურ იაღჭურვილობა გაუტანიათ :(((
    ნანტში წასვლის თაობაზე კი – 4 დღიანი უორქშოფი იქნება ამ მარათონთან დაკავშირებით, ყველაფერს აფინანსებენ გარდა მგზავრობისა პარიზამდე :( სამწუხაროდ. თუმცა მეორე ადგილის მფლობელმა, ალექსი მაღლაკელიძემ, თუ არა ვცდები, გამოთქვა წასვლის სურვილი ) მეც არ გავუშვებდი ამ შანსს ხელიდან – გაზაფხული, საფრანგეთი, ნანტი მითუმეტეს და ბევრი საინტერესო ხალხი ;)

    რა საინტერესო ხალხი ყოფილა, ჩაცმულობისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია ეტყობა ამ აურზაურის გამო :D ისეთ ამბავში ვიყავით, ვნერვიულობდით. კარგია რომ ერთმანეთის ასლებივით არ დადიან და ცდილობენ მაინც ინდივიდუალიზმს ხაზი გაუსვან )

    • ნატ, მადლობ დაწვრილებითი გან,არტებისათვის, მართლა მჭირდებოდა დაზუსტება :)ეხლა უფრო სანდო წყარო გახდა :):* სამომავლოდ უნდა გავითვალისწინო რომ ყველაფერი ზუსტად გავარკვიო ხოლმე ადგილზე რომ ასე არ იყოს :*

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *