Pre Fall 2015

Pre Fall 2015

Pre Fall 2015Pre fall (წინა საშემოდგომო) ის პერიოდია, როდესაც ზაფხული ოფიციალურად დამთავრებული არაა, მაგრამ ამინდი შემოდგომის მოახლოებას გვახსენებს და ვიწყებთ სიახლეების ძიებას ცხოვრებაში და კარადაში. მეორე შემთხვევაში შემიძლია რამოდენიმე რჩევით დაგეხმარო რით გაამდიდრო სამოსის პირადი კოლექცია.

  1. ამ სეზონისთვის თეთრს სრული უფლება არსებობისთვის ნარუჯს განსაკუთრებით უხდება, თეთრ კანს კი მეტ სინაზეს სძენს. Pre Fall 2015
  2. გაშლილი შარვალები ნელ-ნელა დისკრიმინაციას უწევენ მომჯდარ სილუეტს, თუ გაშლილთან ერთად შარვალი მოკლეცაა, ვინ თქვა, ერთი გასროლით ორი კურდღლის დაჭერა შეუძლებელია?! (ეს ხუმრობით, დაინდეთ კურდღლები,  “ორმაგი ტენდენციაც” საკმარისია)Pre Fall 2015
  3. დიდი ზომის ფუმფულა მოსაცმელი – ვის არ სურს გრილ საღამოს სიმყუდროვე შეიგრძნოს?Pre Fall 2015
  4. პონჩოს ტიპის მოსაცმელები ჰიპერაქტუალური იყო მოდის ჩვენებებზე.Pre Fall 2015
  5. ფოჩები ერთ-ერთი ყველაზე ადვილი საშუალებაა გაახალისო გარდერობი. მისი ზეგავლენით ყველაზე ელეგანტურმა ტვიდის პიჯაკებმაც კი შეითავსა დაუსრულებლობის ეფექტი.Pre Fall 2015 (12)
  6. პლისე ქვედაბოლოების დიდი მოყვარული ხარ? წინა საშემოდგომო სეზონისას დიდ არჩევანს ელოდე.Pre Fall 2015
  7. კუბოკრული  სამოსი ცივი სეზონის განუყრელი ელემენტია, იგი მხოლოდ ფერს და ფორმას იცვლის სეზონიდან – სეზონამდე, არსი კი იგივე რჩება. ასეთი სამოსის შეძენისას არასოდეს შეცდები, იგი მრავალი წლის განმავლობაში გაგიწევს თანამგზვრობას.Pre Fall 2015
  8. ბევრმა მაღაზიამ ტყავის ქურთუკები, ქვედაბოლოები, შარვლები უკვე მოიმარაგა საშემოდგომოდ, რასაც ტყავის კაბების არჩევანიც დაემატება.Pre Fall 2015 (2)
  9. სპორტული ზოლები და ათლეტური დეტალები კიდევ ერთხელ გვახსენებენ თავს.Pre Fall 2015
  10. მჭიდროდ შეკრული ქამარი სეზონის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დეტალია და შესასრულებლადაც ყველაზე ადვილი, ამისთვის საყიდლებზე სიარული სულაც არ დაგჭირდება, დარწმუნებული ვარ გარდერობში იქნება ქამარი რომელიც მზადაა სამსახურისთვის.Pre Fall 2015
  11. ორმაგი სიგრძე – გრძელი მოსაცმელები გრძელ შარვალზე. ვფიქრობ აქაც 70იანების ხელი უნდა ერიოს.Pre Fall 2015 (13)
  12. გაზაფხულიდან მოყოლებული 70-იანები არ კარგავს მოწინავე პოზიციებს, წინა საშემოდგომო სეზონისთვის კი კოორდინირებული კომპოზიციები მეტად აქტუალურ სახეს იძენს.Pre Fall 2015
  13. რა თქმა უნდა ნაქსოვი.Pre Fall 2015
  14. ჩაცმულობის ნებისმიერ ატრიბუტზე ლეოპარდის პრინტი იმაზე მეტყველებს, რომ მოდის ჩვენებებს აქტიურად ადევნებდი თვალს.Pre Fall 2015
  15. ჯინსი – ამ პრაქტიკულმა სამოსმა სეზონისთვის გარდერობის მოდური ელემენტის სტატუსი დაიმსახურა, განსაკუთრებით გაშლილი სილუეტით, რომელიც ასევე ძალიან აქტუალურია.Pre Fall 2015
  16. 70იანი წლები ერთ-ერთი ამონათებაა წლევანდელ ჩვენებებში, მოკლე, ტრაპეცია, “თოჯინის კაბები” კი როგორც ამ პერიოდის შემადგენელი ნაწილი გამონაკლისი არ ყოფილა.Pre Fall 2015
  17. მამაკაცური შარმი – პიჯაკის ანსამბლი კარგი დასაწყისია შვებულებიდან დაბრუნებული სამსახურეობრივ კალაპოტში ჩასადგომად.Pre Fall 2015
  18. სამხედრო ელემენტებიPre Fall 2015
  19. დიზაინერებმა “კოლეჯის ქურთუკები” 80’იანი წლების გარდერობიდან დააბრუნეს და ახალი სული ჩაბერეს.Pre Fall 2015
  20. ახალი სიგრძე – შუა წვივამდე კაბები და მოსაცმელები.Pre Fall 2015

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *