Re-Birth

Re-Birth

ბლოგის არქივში დავბოდიალებდი, და ძალიან ბევრი რამ ვნახე რაც სულ არ მახსოვდა, თითქოს ჩემი მეხსიერების კუნჭულია რომელსაც ხშირად არ ვსტუმრობ ხოლმე. არც ისე კარგია მოგონებებით არსებობა და ასე არც ვიქცევი, უბრალოდ ხანდახან სასიამოვნოაა იცოდე, რომ ამ მოგონებების “ბექაფი” სადღაც არსებობს. სულ ცოტა ხნის წინ, ჩემი დაუდევრობით, ბლოგი  გაქრობის წინაშე დადგა და მაშინ გავაანალიზე, რომ ჩემი ნაწილიც გაქრებოდა, მანამდე სულ ვფიქრობდი – არაფერს ვაკეთებდი, რომ ჯერ პატარა იყო, მაგრამ ხუთი წელი გავიდა რაც ჩემი თანამგზავრია და ფაქტმა, რომ ის აღარ იქნებოდა გული შემიკუმშა. საბედნიეროდ ძალიან იღბლიანი ვარ, რომ არსებობენ ადამიანები, ვინც  ფინანსურად, ტექნიკურად, მორალურად მხარი დამიჭირა და fefe ხელოვნური სუნთქვით სიცოცხლეს დაუბრუნდა კვლავ გამიღვივა წერის, რაიმე ახლის კეთების და გაზიარების სურვილი. მე ცოცხალი ვარ და fefe-ც!

ფოტოებიც შემთხვევით არ შემირჩევია, გრძელი ამბავია პერფორმანსის თეატრამდე და კონკრეტულად ამ ფოტოებამდე როგორ მოვედი, ეგ ცალკე მოსაყოლი ამბავია, თუმცა ფოტოზე ასახულია თეატრის “Diva Divan“(სადაც მონაწილეობას ვიღებ), ერთ-ერთი პერფორმანსის – “დაბადების” (“Birth”) კადრი რომელიც ძალიან კარგად დაემთხვა ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობას.

 

Photo credit Ina and George for Diva Divan – “Birth” performance.

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *