Red Cafe

Red Cafe

დომენის რეგისტრაციას და მანქანის გარეცხვას შორის , ერთ ძალიან საყვარელ კაფეში მოვხვდით,იგი კავკასუს ონლინის მახლობლადაა, ვაჟა ფშაველას #71,დაინერის ტიპის კაფე,ძალიან მარტივი და სასიამოვნო ინტერიერი, წითელ-თეთრ ფერში გადაწყვეტილი, ყველაზე ძალიან კედლებზე მიწერილი ფრაზები მომეწონა:”დღევანდელი სალათი ჯობია ხვალინდელ დიეტას”, “დილით კარგი საუზმე 100სადილს სჯობია” და მისთანები, ძალიან ზრდილობიანი და ღიმილიანი მომსახურეობა…ისეტი საყვარელი ადგილია რომ კარგ ხასიათზე მოვედი :) მართლა განწყობის ადგილია.
აქ არ ეწევიან, ბოლო პერიოდში ასეთ ტენდენციას მეორედ შევხვდი, მაპატიონ მწეველებმა, მაგრამ ვფიქრობ ეს ისევ ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვაა :)
ასე რომ თუ ვაჟაზე მოხვდით და არ იცით სად წახვიდეთ,ან თავისუფალი დრო ხელთ გაქვთ, შეგიძლიათ აქ კარგი განწყობა შეიქმნათ…
ჩემს შაქრის კოლექციას ერთიც შევმატე :)

P.S. Wi-Fi-ც არის, ამიტომაც მობილურად ვტვითავ ჩემს ემოციებს ისე, რომ არაფერი იკარგება, აი, თურმე რა კარგი ყოფილა დაწესებულებებში Wi-Fi :D :)

რაც შეეხება დომენს, უცებ გახარებთ ამბავს, მალე fefe.ge-ზე გადავბარგდები და დავასვენებ ჩემს მესაკუთრეობრივ პიროვნებას, როდესაც მეცოდინება, რომ ჩემს სამყაროში შევდივარ, სულ სხვანაირი გრძნობა მექნება, რა კარგიაა (happy) :) :)

20110701-054245.jpg

20110701-054254.jpg

20110701-054300.jpg

20110701-054306.jpg

20110701-054312.jpg

20110701-054318.jpg

20110701-054323.jpg

20110701-054633.jpg

20110701-054650.jpg

20110701-054830.jpg

20110701-054903.jpg

20110701-055207.jpg

20110701-055336.jpg

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

2 Replies to “Red Cafe”

    1. :) ასე განაგრძეთ, ძალიან ცოტაა მასეთი მომსახურეობით ჩვენთან ადგილები და არ მოეშვათ :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *