Reincarnation in Chanel

“შეიძლება ის იყოს ვინც დამანახებს მსოფლიოს?” – სვამს კითხვას ფარელ უილიამსი კარლ ლაგერფილდის ახალ მოკლემეტრაჟიან ფილმში “რეინკარნაცია”. ფილმის პრემიერა 2 დეკემბერს შალსბურგში გაიმართა მასთან ერთად წარმოდგენილი იყო ჩვენება “Chanel Paris-Salzburg 2014/15 Métiers d’art collection.” წვეულება სასტუმრო Schloss Leopoldskron სალცბურგში გაიმართა.  2002 წლიდან შოუს შანელის ხელოვნების თანამოაზრეების აღსანიშნავად მართავენ.

კარა დელავინი ფილმში დაუმორჩილებელ მიმტანს გოგონას თამაშობს, რომელიც სასტუმროს ჰოლში დაკიდულ პორტრეტის პერსონაჟს ჰგავს. ფარელიც ამავე სასტუმროს მსახურია, რომელიც ასევე ჰგავს პორტრეტზე გამოსახულ ადამიანს, მას მადმუაზელ კოკო შანელი, რომელსაც ჯერალდინ ჩაპლინი განასახიერებს, ლიფტის შესასვლელთან შემთხევით ეჯახება. ღამით კი კარას და ფარელის გმირები რეინკარნაციას განიცდიან და გარდაისახებიან პორტრეტზე გამოსახულ გმირებად, რომლებიც ფარელის “CC The World”- ის თანხლებით ვალსს ცეკვავენ.

დილით, სანამ კოკო შანელი სასტუმროს ტოვებს, ინტერესდება ფარელის პიჯაკით, “ისინი მას მხოლოდ ჩემთვის კერავენ”-პასუხობს ფარელი. “მაშინ… მე ვაპირებ იგი ჩემთვის შევქმნა” ამბობს კოკო. ფილმი იყო შთაგონებული ნამდვილი ამბით -კოკოსა და ავსტრიელი კარის კაცის შესახებ, საიდანაც შესაძლებელია კოკოს აზრად მოსვლოდა ლეგენდარული პიჯაკის შექმნა.

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *