Roadtrip. Day 2

Roadtrip. Day 2

შვებულებიდან დაბრუნებული ისე ჩავერთე სამსახურებრივ რუტინაში გვერდზე გადავწიე ჩვენი მოგზაურობის ამბის მოყოლა. ეხლა კი ფოტოების თვალიერებისას ნოსტალგიურ ნოტაზე ვარ და მინდა გავიხსენო თავს გადახდენილი ამბები. 

დღე ორი

გზად ახალციხისკენ

ბორჯომიდან გამომგზავრება: გზად საინტერესო და ფოტოგენურ ადგილებთან ვჩერდებოდით, რადგან წარმოსახვით შვებულებაში ყოველ მიმზიდველ ადგილას ფოტოების გადაღება მქონდა დაგეგმილი, ამიტომ სურვიებს რეალობად ვაქცევდით. მართლაც უამრავი ადგილია ჩვენს გარშემო რომელიც აღფრთოვანებას იწვევს, თუნდაც ლამაზი ჩრდილი მზის ჩასვლისას ან შეღებილი კედლის ფერი ან ქვის ფაქტურა.

რაბათი
რაბათი
რაბათი

ახალციხეში რაბათი მოვინახულეთ, ფოტოები გადავიღეთ რათქმა უნდა! :) შემდეგ ზარზმაშიც შევიარეთ, რადგან აჭარისკენ გოდერძის უღელტეხილით მივდიოდით, ზარზმა ზუსტად გზად შემოგვხვდა, მისმა მშვიდმა გარემომძალიან ჩვენს მომავალ ქვაღორღიან მოგზაურობაზე დადებითად იმოქმედა .

დავადექით ბეშუმისაკენ გზას.

ზარზმა
ზარზმა

მთაში რაც უფრო ზემოთ მივიწევდით ნისლი მატულობდა ბოლოს 10 მეტრის იქით აღარაფერი ჩანდა. ძალინ გაგვიმარლა ამინდი არ გაფუჭებულა, რადგან მანქანით გასვლა გაგვიჭირდებოდა, თუმცა ბევრი მსუბუქი მანქანა შემოგვხვდა რომლებიც გოდერძის უსწორმასწორო გზას მარტივად ართმევდნენ თავს.

პირველი გაჩერება ბეშუმი იყო სადაც ღამე უნდა გაგვეთია, თითქმის უკაცრიელ ნისლით დაბურულ ადგილას ორი პატარა ბიჭი შემოგვხვდა, ტყის კევს ყიდდნენ, ფოტოს გადაღება ვთხოვე და მაშინვე ერთმა მეორეს ისე თბილად გადახვია ხელი ეს სითბო კიდევ დიდი ხანი გაგვყვა მთის სიცივის მიუხედავად, არის მთაში რაღაც, რაც სრულიად სხვა ტალღაზე გაყენებს, აღგაფრთოვანებს და შთაგაგონებს.

 როგორც კი ბეშუმში შემოვედით დავიწყეთ დასაბანაკებელი ადგილის ძიება, მაგრამ ისე მჭიდროდაა დასახლებული, ან კოტეჯში უნდა დარჩე, ან ვინმეს ეზოში უნდა მოგცენ გაჩერების ნება, უკან გამოვბრუნდით და ბეშუმის შესასვლელთან ტყისკენ გადავუხვიეთ, წარმატებით! მშვენიერი ადგილი ვიპოვეთ, გზასთან ახლოს მაგრამ მოფარებულ მყუდრო ხევში. 

სწორად მოვიქეცით ახალციხეში ხაჭაპური რომ ვიყიდეთ, საჭმელის გამკეთებელი ჩვენ ორიდან არავინ იყო. მხოლოდ ყავა მოვხარშეთ ჩვენს პატარა გაზზე და ამით დავასრულეთ ჩვენი მოგზაურობის მეორე დღე.

 

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *