Samsung Galaxy S4 – Smart Friend

Samsung Galaxy S4 – Smart Friend

უკვე ერთი კვირაა ყველა კუთხიდან მესმის საუბრები ახალ საოცრებაზე, რომელიც არც ერთ ადამიანს გულგრილს არ ტოვებს, ჩემმა ცნობისმოყვარე ნატურამ ამ ამბავში ღრმად ჩაძიება გადაწყვიტა, რადგან სმარტფონის აქტიური მომხმარებელი ვარ, რომელიც კრიტიკულად აფასებს ფუნქციონალურობას, ყველა აპლიკაცია ჩემი ცხოვრების კომფორტისთვისაა შექმნილი და მაინტერესებდა Samsung Galaxy S4-ს რით შეეძლო მოვეხიბლე, რომელიც მაღაზია ალტამ დიდი ზარ-ზეიმით შემოიტანა.

528179_569031039795405_729268120_n

922677_569031493128693_1543367655_n

400603_569031643128678_1442477319_n

23874_568848383147004_1584841281_n

 

მთლიანი პრეზენტაციიდან დაწყებული-რომელიც ასევე განსხვავებული და შთამბეჭდავი იყო, რევიუებით დამთავრებული, ყველაფერი გადავატრიალე, თავად ალტას მაღაზიასაც ვესტუმრე, რომელმაც პირველმა შემოიტანა ჩვენს ბაზარზე S4  წინასწარი შეკვეთით და უკვე უამრავი ადამიანი დგას რიგში.

482289_515483298498284_1296411622_n

მოკლედ ტელეფონი კომფორტი- დიდი 5ინჩიანი ეკრანი, იტერნეტში სერფინგისთვის, ჩემს ბლოგზე წერისთვის იდელური იქნებოდა.

ფოტოკამერის და ვიდეოკამერის მრავალფუნქციონალურობამ კიდევ უფრო მომილბო გული, ორივე კამერის ერთდროულად გადაღების ფუნქცია, როდესაც არავინ დარჩება კადრს მიღმა, სწრაფი კადრირება წამში 100მდე ფოტოს გადაღების უნარი, საიდანაც შეიძლება ან აარჩიო სასურველი ან რამოდენიმე კადრი ერთ ფოტოში ჩასვა.

ამით ყველაფერი არ დამთავრებლა, სამსახურის და პირადი ცხოვრების გაყოფის საშუალება Knox-ის მეშვეობით, სადაც ერთ განყოფილებაში თუ მეილებში ჩაფლული ხარ, მეორე განყოფილება პირადი ცხოვრებით ტკბობისთვისაა. მოკლედ ტელეფონი სრულიად ერგება ადამიანების მოთხოვნებს, ნებისმიერ ცხოვრების სტილს, ამას მე თვითონ კარგად ვხედავ, რადგან მე მაქვს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ცხოვრების სტილი – სამსახური, ბლოგი, ფოტოგრაფია, თეატრი…

ამას გარდა ისეთი წვრილმანები, როგორიცაა – თვალით “სქროლვა” – ანუ თითის გარეშე გვერდის თვალიერება, თითის ეკრანზე შეუხებლად ფოტოების დათვალიერება, ვიდეოს შეჩერება თუ მას თვალს არ ადევნებ – კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ტელეფონის არსებობას.

ჩემი რჩევა კარიერისტებს, ფოტოგრაფებს და უბრალოდ გართობის მოყვარულებს, თუ დილემის წინაშე დაგახარ, აუცილებლად დაფიქრდი მასზე :))

Photo 01-05-2013 20 12 07

 

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *