SHOES. S/S 2012

SHOES. S/S 2012

 #1: Metallic toes. მეტალის ცხვირი. ზოგიერთი ფეხსაცმლის მწარმოებელი, ფეხსაცმელს მეტალის ცხვირს პრაქტიკული მიზნით ამატებს, რათა უფრო გამძლე იყოს. მაგრამ გაზაფხული-ზაფხული 2012-ისათვის, დიზაინერებმა მეტალის ცხვირი უფრო გლამურულ საფეხურზე აიყვანეს, ამგვარად იგი სეზონის ერთ-ერთი ჰიტი იქნება.

 #2: Pointed toes. წვეტიანი ცხვირი. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, მრგვალი ფეხსაცმლის ცხვირი გაბატონებული იყო მოდის სამყაროში, შემოდგომა-ზამთრის (2011-12) სეზონიდან კი ცხვირი ნელ-ნელა ფორმებს იცვლის, იგი წვეტიანი ხდება. წვეტიანი ცხვირი მეტად სექსუალური და ქალური იმიჯის მოყვარულთათვის არის. მაგრამ ასეთი ცხვირით მხოლოდ კლასიკური ჭრილის ფეხსაცმელი იქნება პოპულარული. ღია ფეხსაცმელი ან მაღალი ყელით, კვლავ შეინარჩუნებს მომრგვალებულ ცხვირს.

#3: Braided sandals. დაწნული ფეხსაცმელი. ღია ფეხსაცმელი, დაწნული ზედაპირით, თითქოს ყოველ ზაფხულის სეზონზე პოპულარულია. მაგრამ მომავალი სეზონის წნულები განსხვავებული სახით გვევლინება, რომელიც ცხელ სეზონს უფრო მიმზიდველს გახდის.

#4: Super mega platforms. პლატფორმა ძირი. ფეხსაცმელი პლატფორმაზე, მთლად ლეიდი გაგას სტილს არ ჰგავს, მაგრამ არ ჩამოუვარდება მათ. არც თუ ისე ქალური და ნაზი შეხედულება აქვს, მაგრამ ნამდვილად ხვდება ყურადღების ცენტრში.

#5: Transparent shoes. გამჭვირვალე ფეხსაცმელი. გასულ გაზაფხულს, რამოდენიმე დიზაინერმა სცადა შეექმნა გამჭვირვალე ფეხსაცმელი, მაგრამ არავინ აღიქვა ისინი სერიოზულად. S/S 2012 სეზონისათვის, კი ამ დიზაინერების რიცხვმა იმატა, ახლა კი ვხვდებით, რომ გასულ სსეზონზე ის პირველი ნაყოფი იყო, რომლის გასინჯვაც ვერ გავბედეთ.

#6: Shining shoes. მბზინვარება. როგორც სამოსში, ასევე ფეხსაცმელში, მბზინავი ფეხსაცმელი პოულობ თავის ადგილს. ჩვენებებზე, ძირითადად ოქროსფერსა და ვერცხლისფერში შემჩნეული ფეხსაცმელი, შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ სხვა ფერის მბზინვარებით.

#7: Rivets. რკინის აქსესუარი. მოქლონები, (რკინის სამშვენისები :)) ცხელი პერიოდის ჰიტი იქნება. დაამშვენებენ ყველა ტიპის ფეხსაცმელს: მაღალქუსლიანით დაწყებული – ბაიკერის ჩექმამდე. რკინები შესაძლებელია სხვადასხვა ზომის იყოს, მთავარია სასურველი შეარჩიოთ.

#8: Lacing. თასმები! დიახ, ისინი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე არიან. ჩვენ მრავლად შევხვდებით მათ, მაგრამ არა მაღალყელიან ფეხსაცმელზე.

#9: Wedges and espadrilles.ესპადრელი მთლიან პლატფორმაზე. როდესაც D&G გაზაფხული-ზაფხული 2011 წლის კოლექციაში წარმოადგინა ესპადრელები მთლიან პლატფორმაზე (“ტანკეტკა”), უნდა წარმოგვედგინა, რომ ეს ტრენდი კიდევ დიდი ხანი დარჩებოდა. მომავალ სეზონზე ესპადრელები მთლიან პლატფორმაზე არ კარგავენ პოპულარობას, თუმცა კარგავენ ფერს, რადგან, ისინი ნაკლებად ფერადოვნები იქნებიან.

 #10: Pastel colors. პასტელის ფერები.  როგორც სამოსში, ასევე ფეხსაცმელში პასტელის ფერები გაალამაზებს გაზაფხული-ზაფხული 2012-ის გარდერობს. ხორცისფეერი ყველაზე პოპულარული იქნება, მათ არ ჩამორჩება: ნაზი ვარდისფერი, ცისფერი, ღია ყვითელი, ღია მწვანე.

 #11: Bright colors. ნათელი ფერები. მათ ვისაც, აქცენტის დასმა ფერად ფეხსაცმეზე უყვარს, მათ შორის მეც :), შემუძლია შვებით ამოისუნთქოს, მიუხედავად პასტელის ფერების დომინირებისა, მკვეთრი ფერებიც ჩვენს გვერდით რჩება :)

#12: Buckles. ბალთები. Buckles will stay in vogue again. So, just wear your favorite shoes for another spring and summer season. ბალთები კვლავ რჩება ტრენდად. ამიტომ თამამად შეგიძლიათ გასული წლის ბალთიანი ფეხსაცმელი, მომავალი სეზონისთვისაც შეამზადოთ :)

 

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

One Reply to “SHOES. S/S 2012”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *