Spring 2016 Fashion Trends

გაზაფხულისთვის სამოსის შერჩევა ჩემი ერთ-ერთი მრავალწლიანი ტრადიციაა, როდესაც ჩემი განწყობა ზამთრის ძილისგან ფხიზლდება და მოშიებული დათვივით ეძებს ახალ ტენდენციებს, სილუეტებს თუ ფერებს. დარწმუნებული ვარ, ეს შეგრძნება მხოლოდ მე არ მეუფლება, ამიტომ ჩემს მოძიებულ ინფორმაციას სიამოვნებით გავაზიარებ გაზაფხული 2016 ტენდენციების ჩამონათვალით:

  • მაქმანი (lace): გაზაფხული ვერ იგაზაფხულებს მაქმანების გარეშე. გამჭვირვალე კაბები ყვავილის ნაქარგებით, ან მათ გარეშე. თუ ფესტივალების და ღია ცის ქვეშ წვეულებების მოყვარული ხარ, მაქმანის ტოპი და ჯინსის მოკლე შარვალი ჩაცმულობას ბოჰემურ ხასიათს შესძენს.
  • 70’ანები (The 70’s) გაზაფხულისთვის მყარად დაიკავებს პოზიციებს: ბევრი ფერი, მრავალი ნახატი, შერეული ფაქტურები, ყველაფერს 70’იანების ჰიპსტერულ პერიოდამდე მივყავართ
  • Raffia –  რაფია პალმის ერთ-ერთი ჯიშია და მისი ფოთლები ძალიან ჰგავს დეტალებს რომელიც დამატებულია სამოსზე. სანამ ამ ტენდენციის ახლებულ სახელწოდებას ვეგუებით, შეგვიძლია კარადაში დაგროვილი რამოდენიმე ნივთი გავამზადოთ, მე ზუსტად ასე ვიქცევი რადგან, უკვე რამოდენიმე სეზონია ფოჩებს შევტრფი.
  • Pajama Party – ატლასის ორეულები, პერანგის მსგავსი კაბები და თხელი, ხალათის მსგავსი მოსაცმელები, 90’იანების მინიმალიზმი.
  • შიშველი მხრები (exposed sholders) მრავლად შეინიშნებოდა პოდიუმებზე და მაღაზიის საკიდებზე გამოჩენამაც არ დააყოვნა, იგი მრავლადაა ნებისმიერი სტილის თუ ტიპის სამოსში, მაისურები, კაბები, მოსაცმელები.
  • მბზინავი მძივები და სექუინები (Beads and sequins) არა მხოლოდ საღამოების გასანათებლად, მათი დღის სინათლით გაბრწყინებაც არის შესაძლებელი.
  • Bomber Jacket. გაზაფხულისთვის ეს სპორტული ქურთუკი სხვადასხვა ფერით, მატერით და დეტალებით ყველას გემოვნებას დააკმაყოფილებსUntitled
  • ყვავილები ინგლისური ბაღიდან (English Garden), თუ მკვეთრი ფერებით შთაგონებული სამოსი
  • მკვეთრი კონტრასტული (Bright stripes) ფერის ზოლები
  • თეთრი პერანგი (white shirt)Untitled

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone
This entry was posted in Fashion Trends and tagged , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *