სამსახური ზაფხულში თუ ზაფხული სამსახურში?

სამსახური ზაფხულში თუ ზაფხული სამსახურში?

ზაფხულს თან ბევრი ცდუნება ახლავს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სოციალური ქსელები აჭრელებულია შვებულების უდარდელი ფოტოებით, სურვილი გკლავს ადგე და თავით გადაეშვა (ცურვის ცოდნას არ აქვს მნიშვნელობა) თუნდაც ნიაგარას ჩანჩქერში, ამ დროს კი ოფისს ხარ მიჯაჭვული, სამსახურის სამოსი კი უფრო მეტად გიკრავს სუნთქვას. თუმცა ოფისის სამოსიც შეიძლება გამოიყურებოდეს მიმზიდველად თუ გაითვალისწინებ რამოდენიმე რჩევას. 25153_netaporter

რა თქმა უნდა, სამსახურებრივი სამოსი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სფეროში იკაფავ გზას, თუ “დრეს კოდი” სტანდარტულია ვერაფერს გააწყობ, მაგალითად საბანკო სფეროში, თუ მედია და დიზაინი გაკრავს გარს, მარტივად მაისურით და ჯინსით შეგიძლია გაართვა თავი, მოდის სამყაროს ფარგლები არ აქვს, საბანაო კოსტუმითაც რომ მიხვიდე და თქვა, რომ იგი სელინის ბოლო კოლექციიდანაა, ყველაფერი რიგზე იქნება. თუმცა,სასურველი იქნება ოფისში  “ფლოსტებით” თუ არ მიხვალ. შეგიძლია ღია ფეხსაცმელი ჩაიცვა, მაგრამ ისეთი, რომელიც ფეხზე მორგებული იქნება და არასასურველ ხმას არ გამოსცემს. ძალიან მოკლე ქვედატანიც ნაკლებად სასურველია (რა თქმა უნდა თუ სამსახური მოდის სფეროში არაა). შეგიძლია, მოკლე შარვალი (შორტი) ჩაიცვა, მხოლოდ ის არ უნდა იყოს “ბოჰო” ან საზღვაო სტილის, კლასიკური შარვლის შემოკლებული ალტერნატივა საუკეთესო საშუალებაა – თავს თავისუფლად და ამავე დროს საკუთარი საქმის პროფესიონალად იგრძნობ. ჩაცმისას ძირითადი ყურადღება ფერებს და ნახატებს დაუთმე, ძალიან რომ არ გადააჭარბო, მაგალითად ფერად კაბასთან მოირგე ჟაკეტი ან პიჯაკი ერთ ნეიტრალურ ფერში, ითამაშე სამკაულებით და აქსესუარებით. სინამდვილეში ოფისის სამოსი არც ისე მოსაწყენია, თუ ცოტა მეტ დროს დაუთმობ. შთაგონებისთვის კი რამოდენიმე ფოტო დავურთე.

ბედნიერ ზაფხულს გისურვებ!

 

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *